არ მივიღებთ ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას | რელიგიური კონფესიების განცხადება

პუბლიკა

რელიგიური გაერთიანებები ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებენ.

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამუა, რომ შეშფოთებულნი არიან საქართველოს მთავრობის ვიცე-პერემიერის, მაია ცქიტიშვლის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო.

„მან მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, განაცხადა, რომ 6-7 იანვარს შობის აღნიშნვის მიზნით დაშვებული იქნება გამონიკლისი, ხოლო არგუმენტად დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლია და უქმე დღეების უმრაველსობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

პანედამისათან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელწმიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას „რომ ჩვენ მართლმაიდიდებლური სახელმწიფო ვართ“.

პერემიერ-მინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქრთველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა – საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა – აკრძალული.

მაგრამ, მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს.

აქვე გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმნაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებასთან გვქონდა საქმე, – თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის – გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორიელბლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრციხოვანი მართლამიდიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართელოს კანომდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები მაღალი სოციალური პასუხიმგებლობით ვეკიდებით პანდემიასთან საერთო ეროვნულ ბრძოლას; ჩვენ კარგად გვესმის და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად ვერაგ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რამდენად მნიშნველოვანია მასთან გამკლავების პროცესში მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია. მით უფრო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ უნდა იწვევდეს მწვავე უსამართლობის განცდას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმნიციულ ხასიათს. ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანსწორო მოპყრობის საფუძველად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორბის პრინციპი საქართელოს კონსტიტუციითაა დაცული, “- ნათქვამია განცხადებაში.

რელიგიური გაერთიანებები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმნაციურლი დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში: „მზად ვართ ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართელოს ხელისუფლბას”.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ქართველ მუსლიმთა კავშირი
2. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
3. ევანგელისტური ეკლესია
4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
5. სახარების რწმენის ეკლესია
6. აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
7. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
8. მეგობრთა საზოგადება – კვაკერები
9. სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
10. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
11. ხსნის არმია