არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს - ლომჯარია ვაქცინაციაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ტიკარაძე საქართველოში შემოღებულ მწვანე პასპორტზე საუბრობდა.

„საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 „მწვანე პასპორტით“ – უვადო პასტორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“, – განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა.

ნინო ლომჯარია წერს, რომ მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა, ხელისუფლებისგან უფრო იმპერატიული რიტორიკა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაა საჭირო.

„ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა.

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდგადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს. არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!“ – წერს ნინო ლომჯარია.