„ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ღირსების მარშის გამართვასთან დაკავშირებით.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, წლებია, ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს ხელი ეშლებათ კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაში, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლად განხორციელებაში, რაზეც, მისივე თქმით, სახალხო დამცველი წლებია საუბრობს.
ნინო ლომჯარიას გაცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა უწყებამ წლების განმავლობაში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც ხელს უშლის ლგბტ თემს, ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებით.
„ჩვენ არ შეიძლება, ყოველ წელს გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხე. თუ საფრთხე არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებენ პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანოები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მით უმეტესს, რომ საფრთხის შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო რეალისტურად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დეპუტატმა, თამარ კორძაიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდა, გააკეთოს განცხადება და მოუწოდა შსს-ს და ყველა შესაბამისს უწყებას, რათა ღირსების მარში ჩატარდეს ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სახალხო დამცველი ანგარიშს წარადგენს. დეპუტატმა თამარ კორძაიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდა, რომ გააკეთოს განცხადება და მოუწოდებს შსს-ს და ყველა შესაბამისს უწყებას, რათა ღირსების მარში ჩატარდეს ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.