არ უნდა დავუშვათ, რომ ლარის კურსი დაეცეს - ვოლსკი პარლამენტის პიკეტირებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისთან პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრები გრძელდება კვლავ ბიუჯეტის შესახებ, რადგან მისი თქმით, ძალიან ბევრი დეტალია განსახილველი. უმრავლესობობა დილიდან პარტიის ოფისში იკრიბებოდა.

„უამრავი საქმეა გასაკეთებელი, სამსახურში უნდა ვიაროთ, არ უნდა დავუშვათ ის საფრთხეები, რომ სახელმწიფო გაჩერდეს, ლარის კურსი გაჩერდეს და კოლაფსი მოხდეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღეს, 3 საათიდან სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობისა და პრემიერის გადადგომა და რიგგარეშე პროპორციული არჩევნებია.

„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

LB loan image desktop LB loan image mobile