„არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას“ - ხოშტარია იზოლატორიდან

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ კახეთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, იზოლატორიდან განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლოზე მისვლას არ აპირებს.

„დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს. ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!“, – ელენე ხოშტარიას ამ განცხადებას „დროა“ ავრცელებს.


20 მაისს თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია იზოლატორში რჩება. პარტიის ცნობით, მასთან იმყოფებოდა ISFED-ის ადვოკატი, თეონა კილაძე. ადვოკატის თქმით, ელენე უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 16:37 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „დროას“ დამფუძნებელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან მოითხოვოს დაკავების ვადის გაგრძელება 24 საათით. შსს-ს ასევე აქვს შესაძლებლობა, ხელწერილის საფუძველზე დაუყოვნებილივ გაათავისუფლოს ელენე ხოშტარია.