„არ ვაპირებ და არ მოვაწერ" - მიტროპოლიტი სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

პუბლიკა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მიხხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.

„არ ვაპირებ და არ მოვაწერ”,- უთხრა მან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ხელი მოაწეროს პეტიციას.

„სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ჯოჯოხეთი გაუქმდება ფაქტიურად და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე…

მე პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ”, – თქვა მან.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი  იოანე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელის მოწერა მათი სუბიექტური პოზიციაა, ვინც ამას ხელს აწერს.

“რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა… ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ქვეყანა აღარ არის… როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“,- უთხრა ჟუარალისტებს მიტროპოლიტმა იოანემ.

შეკითხვაზე გულისხმობს თუ არა ის სააკაშვილს, ის პასუხობს, რომ :

„თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით.”

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.