არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას - მელია სუს-ზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის ეთერში“ განაცხადა, რომ „გადატრიალების საქმეზე“ სუს-თან თანამშრომლობას არ აპირებს.

გამორიცხულია, ამ აბსურდულ, უბრალოდ სამარცხვინო, ღისრებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე რამდენიმე საათში, ან ხვალ, ან როცა იქნება, მოიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუსი-ს შენობაში მისვლით. კეთილი ინებონ, თვეების განმავლობაში, როდესაც საუბრობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ, აქ არაფერი დასამალი არ არის, თუ ვიღაც სახელმწიფოს ატრიალებდა, უნდა გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრონ. იმაზეც ისაუბრონ, თუ რამ გამოიწვია ჩემი მათ უწყებაში დაბარების აუცილებლობა, ესეც მოყვნენ. იყოს ყველაფერი საჯარო. ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში,“ –  განაცხადა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

ნიკა მელიას თქმით, იმის გამო, რომ  რომელიღაც ხელმძღვანელი უბრალოდ თვლის საჭიროდ და არაფრის გამო იბარებს დაკითხვაზე, ამ „ახირების“ გამო არასოდეს მივა სუს-ის შენობაში.

„დიახ, არ ვაპირებ. არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას, “- განაცხადა ნიკა მელიამ.