არ ვაპირებთ ამ პროექტის საფუძვლიან რევიზიას – თურნავა ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ [ნამახვანჰესის] პროექტის საფუძვლიან და ხელახლა რევიზიას, იმიტომ, რომ ეს პროექტი დამტკციებულია“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. მაგრამ ვაპირებთ, რომ გავხსნათ … პროცესი არის მიმდინარე და თუ დამატებით კვლევაა საჭირო, მაშინ გავაკეთოთ“, – განაცხადა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის საპასუხოდ.


დღევანდელ სხდომაზე ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ ნამახვანჰესზე მორატორიუმი შეუძლებელია.

„მორატორიუმი შეუძლებელია, გაჩერება შეუძლებელია, განვითარების შეფერხება შეუძლებელია. მაგრამ, რა არის შესაძლებელი? – გავაუმჯობესოთ თანამშრომლობის მექანიზმები ნებისმიერი ჰესის მშენებლობის დროს მოსახლეობის მეტი ჩართულობით, ექსპერტების მეტი ჩართულობით და ამაზე ნამდვილად შეგვიძლია, რომ ვიმუშაოთ ერთად. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არის“, – განაცხადა თურნავამ“, – განაცხადა თურნავამ.