არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო - უგულავა

პუბლიკა

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არ ცნობს იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც ცესკო აპირებს.

„მინდა მადლობა გადავიხადო ყველას, ვინც მივიდა არჩევნებზე, მაგრამ სამწუხაროდ,მ მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა. მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა, უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება, ამიტომ ეს მოჯადებოებული წრეა, ” – ამბობს  გიგი უგულავა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფოთში დათვლილია უბნების 100%, გიგი უგულავა ხმების  42.65% მიიღო, ბექა ვაჭარაძემ –  57.35%.