„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის, „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.