რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას twitter-ის პროფილზე ბოლო 2 საათში რამდენიმე განცხადება დაიდო.
მარინა ოვსიანიკოვა სახელით დაწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას ემუქრება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და, რომ ის არ ნანობს.
„არ ვიცი, მალე რა დამემართება. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, სისხლის სამართლის კოდექსით შესაძლოა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მომისაჯონ. არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება“, – წერია ჟურნალისტის twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.
ჩასწორება: მარინა ოვსიანიკოვას პროფილი twitter-ზე განხცადების დადებიდან რამდენიმე საათში აღარ იძებნებოდა.
I don’t know what will happen to me any time soon. My lawyer told me I might be facing time in jail from 5 to 10 years according to the criminal code.
I don’t regret it. I need your endorsement though.#StopTheWar .— Marina Ovsyannikova | Марина Овсянникова (@MarinaOvsyy) March 15, 2022