„არა რუსეთს!“ - ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

პუბლიკა

„არა რუსეთს!“ – ხვალ, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება შემდეგი მოთხოვნებით:

  • დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან!
  • აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები!
  • დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის!

„საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ ამ ომში სამხედრო დამნაშავის, პუტინის მხარე აირჩია – ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრაციულად თქვა უარი საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე; დღემდე ღია რჩება საჰაერო სივრცე რუსული ავიაციისთვის; ირაკლი კობახიძემ წამოაყენა ინიციატივა, რომლითაც საბაბს აძლევს რუსეთს დაგვადანაშაულოს რუსების წინააღმდდგ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში; მთავრობა ხელს უშლის მოხალისეებსა და სამედიცინო პერსონალს უკრაინაში გამგზავრებას; ამ დრომდე მაწუყებლობენ რუსული პროპაგანდისტული მედიები საქართველოში, რუსეთის მოქალაქეები დღემდე უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოში შემოსვლისას“, – აცხადებს მოძრაობა „სირცხვილია“.