„არა რუსულ კანონს!“ - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან იუსტიციის სახლისკენ მსვლელობით მიემართებიან

პუბლიკა

„არა რუსულ კანონს!“ –  რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარალმენტის წინ ახალგაზრდების ორგანიზებით მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ.

გადაიკეტა რუსთავლის გამზირი.

ამჟამად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „დაფიონია“. აქციაზე შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ ვიდრე მმართველი პარტია რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

 


თბილისში პარლამენტის წინ 15, 16, 17, 18 აპრილს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც.

16 აპრილს სპეცრაზმმა საპროტესტო აქციაზე მოაქალაქეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 ადამიანი, ზოგიერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რომლებიც როგორც ვიდეო და ფოტო კადრებში ჩანდა დაკავებისას მიაყენეს. გუშინდელ აქციაზე დააკავეს 2 პირი. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროცესს აკვირდებოდა და საზოგადოებას მალე მიაწვდის ინფორმაციას პროპორციულად გამოიყენა თუ არა ძალა შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

17 აპრილს რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.