„არა სამუდამო პუტინს!“ - პოლიცია პუტინის საწინააღმდეგო აქციას ძალის გამოყენებით შლის

პუბლიკა

რუსეთში მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს, რომლითაც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობა 2036 წლამდე შეეძლება. „არა სამუდამო პუტინს!“ – 19:00 საათისთვის მოსკოვში ამ მოწოდებით შეიკრიბნენ მოქალაქეები. თუმცა, ამ წუთებში სამართალდამცველები პუტინის საწინააღმდეგო აქციას ძალის გამოყენებით შლიან. პოლიციამ აქციის ათობით მონაწილე დააკავა.

Задержания на акции против поправок в центре Москвы

Полиция начала задерживать в центре Москвы участников стихийного шествия за отмену результатов голосования по поправкам к Конституции. По оценке корреспондента Дождя, в шествии участвовали 200-300 человек. Оно началось после акции на Пушкинской площади, где проходил сбор подписей за отмену результатов голосования.

Posted by Телеканал Дождь on ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2020

აქცია საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.  ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე დაახლოებით 200-300 ადამიანი შეიკრიბა. მათ საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„დოჟდის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება თავდაპირველად პეტროვკას ქუჩაზე დაიწყო, სადაც შეკრებილებმა გზის სავალი ნაწილის ბლოკირება სცადეს. თუმცა, მოგვიანებით სამართალდამცველებმა პუშკინის მოედანზეც გადაინაცვლეს და აქციის დანარჩენი მონაწილეების დაკავებაც დაიწყეს.

თავდაპირველად, კამპანიის „არა!“ ორგანიზატორები საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით მსვლელობას აპირებდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა მოსკოვის მერიამ არ დააკმაყოფილა. არასანქცირებული მიტინგის გამართვის თავიდან ასაცილებლად, კამპანიის ორგანიზატორებმა მსვლელობის ნაცვლად ხელმოწერების შეგროვებით შეცვალეს.