მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები გაჩნდა. ფეისბუქმომხმარებლის ნაწილი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების მიმართ აგრესიას ავლენს და ქსენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და აზერბაიჯანი მკაცრი კარანტინის ზონებად იქცა. ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს აქცია #არადისკრიმინაციას, რომლითაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ იცავენ დადგენილ წესებს და რომ ენის ბარიერი და საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობა მარნეულსა და ბოლნისში მხოლოდ იქ მცხოვრები აზერბაიჯანელების პასუხისმგებლობა არ არის.
კამპანიის ინიციატორი აზერბაიჯანელი მასწავლებელი ჰამიდ სადიკია, რომელსაც თბილისში, ქაშუეთის ეკლესიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნების მაღაზია აქვს. ჰამიდი წერს, რომ უპასუხისმგებლობისთვის მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ მოქალაქეს კი არა, მთლიან ეთნოსს ლანძღავენ. „გაივლის ეს კორონა, დაავიწყდება კიდევაც, მაგრამ ლამის ორი მესამედის მხრიდან სიძულვილით მიყენებული ჭრილის დავიწყება ძნელი იქნება“, – წერს ის.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=684737428951698&id=100022463423794
ჰამიდის ამ წამოწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ტექსტით – „ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!” – ერთმანეთის მიყოლებით იძებნება პოსტები, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა წერს, რომ მათ მიმართ გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან.
https://www.facebook.com/efo.memmedzade/posts/1409523145895831
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1338305323023440&id=100005319559118
https://www.facebook.com/radmila.alimamedova/posts/2629422813851686
https://www.facebook.com/gulgun.memmetxanova/posts/923343698114976
ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრები ზოგი ადამიანი განმარტავს, რომ ქართული ენის არცოდნა თავდაპირველად საბჭოთა კავშირის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია.
https://www.facebook.com/eltun.mamedov.90/posts/2801442853306421
https://www.facebook.com/shenai.saadic/posts/295696064743874
საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ამ წამოწყებას სოციალურ ქსელში ეთნიკურად ქართველი მომხმარებლები და ორგანიზაციებიც აჰყვნენ. ისინი წერენ, რომ საქართველო ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.
https://www.facebook.com/vika.kvaracxelia.9/posts/1298477173689761
https://www.facebook.com/tamuna.ximshiashvili/posts/2787929697989921
https://www.facebook.com/lado.mkervalishvili/posts/10159672354749968
https://www.facebook.com/natia.natidze.56/posts/2525686134361360
ორგანიზაცია „სალამის” წევრებმა ახალი კორონავირუსის და მისი პრევენციის შესახებ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.
„აზერბაიჯანულენავანი მოსახლეობა ბევრ შემთხვევაში ინფორმაციას იღებს მათთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ არასანდო წყაროებიდან. ეს შეიძლება იყოს ინსტაგრამი, მეზობელი ქვეყნების ტელეარხები და სხვები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად საქართველოში, ასევე ჩვენს თემში მოსახლეობას სერიოზულ საფრთხედ არ მიაჩნიათ კორონავირუსი.
ახალგარზდები დავიწყეთ ჩელენჯი იმისთვის, რომ უბრალოდ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს და ახლობლებს გავაგებინოთ უფრო მეტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის საფრთხის, მისი სიმპტომებისა და პრევენციის შესახებ.
აუცილებელია სახელმწიფომ, საქართველოში მოღვაწე ყველა ტელეარხი ან საინფორმაციო საშუალებები, ასევე ყველა ჩვენგანი იყოს ჩართული, რათა მოხდეს მოსახლეობის სათანადო ინფორმირება. მათთვის გასაგებ ენაზე” – წერენ ისინი სოციალურ ქსელში
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის” – ამ განცხადებით მიმართეს EMC-იმ და სხვა ხელმომწერმა ორგანიზაციებმა სახელმწიფოს.
კამპანია #არაფობიას შეუერთდა ასევე მედიის განვითარების ფონდი და 11 სხვა ორგანიზაციასთან ერთად საერთო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.