#არადისკრიმინაციას – საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეების აქცია სოციალურ ქსელში

ქეთი გოგუაძე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები გაჩნდა. ფეისბუქმომხმარებლის ნაწილი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების მიმართ აგრესიას ავლენს და ქსენოფობიურ მოსაზრებებს გამოთქვამს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და აზერბაიჯანი მკაცრი კარანტინის ზონებად იქცა. ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს  აქცია #არადისკრიმინაციას, რომლითაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ იცავენ დადგენილ წესებს და რომ ენის ბარიერი და საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობა მარნეულსა და ბოლნისში მხოლოდ იქ მცხოვრები აზერბაიჯანელების პასუხისმგებლობა არ არის.

კამპანიის ინიციატორი აზერბაიჯანელი მასწავლებელი ჰამიდ სადიკია, რომელსაც თბილისში, ქაშუეთის ეკლესიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნების მაღაზია აქვს.  ჰამიდი წერს, რომ უპასუხისმგებლობისთვის მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ მოქალაქეს კი არა, მთლიან ეთნოსს ლანძღავენ. „გაივლის ეს კორონა, დაავიწყდება კიდევაც, მაგრამ ლამის ორი მესამედის მხრიდან სიძულვილით მიყენებული ჭრილის დავიწყება ძნელი იქნება“, – წერს ის.

ის "ზოგიერთები" რომლებიც დეზერტირების ბაზრობაზე პომიდორის 10 თეთრით ნაკლებად შესაძენად "ბაჯის" (დაიკო) , იძახდა "…

Posted by ჰამიდ ბუკოვსკი on ორშაბათი, 23 მარტი, 2020

ჰამიდის ამ წამოწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ტექსტით – „ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!” – ერთმანეთის მიყოლებით იძებნება პოსტები, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა წერს, რომ მათ მიმართ გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან.

მეგობრებო, მარნეულის და ბოლნისის საკარნტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი დისკრიმინაციული…

Posted by Efsane Memmedova on სამშაბათი, 24 მარტი, 2020

მეგობრებო მარნეულის და ბოლნისის საკარნტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი დისკრიმინაციული…

Posted by Emilya Bayramova on სამშაბათი, 24 მარტი, 2020

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი დისკრიმინაციული პოსტი იდება…

Posted by RadMila Alimamedova on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

უმიძიმეს მდგომარეობაზე ვარ.სამი დღეა უკვე კარატინის ზონაზე ვართ მარნეულის მუნიციპალიტეტში. ყველაფერს ვაკეთებთ…

Posted by Gülgün Məmmədli on სამშაბათი, 24 მარტი, 2020

ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრები ზოგი ადამიანი განმარტავს, რომ ქართული ენის არცოდნა თავდაპირველად საბჭოთა კავშირის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია.

#არადისკრიმინაციას მარნეულში, 62 წლის ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ეთნიკური…

Posted by Мамедов Эльтун on სამშაბათი, 24 მარტი, 2020

მრცხვენია, რომ ასეთმა ადამიანებმა გვაიძულეს ეს ჩელენჯი, თავის მართლება რომ დავიწყეთ. მე კი ვუერთდები ამ ჩელენჯში,…

Posted by Shenay Saadic on სამშაბათი, 24 მარტი, 2020

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ამ წამოწყებას სოციალურ ქსელში ეთნიკურად ქართველი მომხმარებლები და ორგანიზაციებიც აჰყვნენ. ისინი წერენ, რომ საქართველო ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.

#დარჩისახლში#არადისკრიმინაციასვუერთდები კამპანიას – "ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული…

Posted by Vika Kvaracxelia on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

#დარჩისახლში#არადისკრიმინაციასვიღებ ილონა დიასამიძე -ს გამოწვევას და ვუერთდები კამპანიას – "ვარ საქართველოს მოქალაქე,…

Posted by Tamuna Khimshiashvili on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

ვიღებ Londa Toloraia და Irma Pavliashvili გამოწვევებს. რაც ხდება, ჩემი ბრალიცაა. მეტის გაკეთება შემიძლია…

Posted by Lado Mkervalishvili on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

#არადისკრიმინაციას#ერთადდავამარცხოთვირუსი#COVID19#დარჩისახშიდღეს როდესაც მთელი სამყარო დგას ერთმანეთის გვერდი-გვერდ…

Posted by Natia Natidze on ოთხშაბათი, 25 მარტი, 2020

ორგანიზაცია „სალამის” წევრებმა ახალი კორონავირუსის და მისი პრევენციის შესახებ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.

„აზერბაიჯანულენავანი მოსახლეობა ბევრ შემთხვევაში ინფორმაციას იღებს მათთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ არასანდო წყაროებიდან. ეს შეიძლება იყოს ინსტაგრამი, მეზობელი ქვეყნების ტელეარხები და სხვები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადად საქართველოში, ასევე ჩვენს თემში მოსახლეობას სერიოზულ საფრთხედ არ მიაჩნიათ კორონავირუსი.

ახალგარზდები დავიწყეთ ჩელენჯი იმისთვის, რომ უბრალოდ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს და ახლობლებს გავაგებინოთ უფრო მეტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის საფრთხის, მისი სიმპტომებისა და პრევენციის შესახებ.

აუცილებელია სახელმწიფომ, საქართველოში მოღვაწე ყველა ტელეარხი ან საინფორმაციო საშუალებები, ასევე ყველა ჩვენგანი იყოს ჩართული, რათა მოხდეს მოსახლეობის სათანადო ინფორმირება. მათთვის გასაგებ ენაზე” – წერენ ისინი სოციალურ ქსელში

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის” – ამ განცხადებით მიმართეს EMC-იმ და სხვა ხელმომწერმა ორგანიზაციებმა სახელმწიფოს.

კამპანია #არაფობიას შეუერთდა ასევე მედიის განვითარების ფონდი და 11 სხვა ორგანიზაციასთან ერთად საერთო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება  კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.