არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები მეტად დაგვეთბო უკრაინელებთან - ბურჭულაძე

პუბლიკა

ნარატივი, რომელიც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. ბურჭულაძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ეს ნარატივი, რაც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.