საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ ან უკრაინაზე განცხადებები შეამცირონ - პოდოლიაკი

პუბლიკა

„საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო განცხადებები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

„ეს მათი რეპუტაციისთვის იქნება კარგი. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავით რეპუტაციაზე და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები”, – ამბობს პოდოლიაკი.