არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელეს

პუბლიკა

არასამთავრო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი დაასახელეს. ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები დაასახელეს.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელია;

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად იყო არჩეული.

მესამე კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში” მუშაობდა.

Სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართული იყო შემდეგი ორგანიზციები:

Კავშირი “საფარი”;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)’
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
დემოკრატიის მცველები;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
ქალთა მოძრაობა;
სოლიდარობის მუზეუმი;
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”;
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
სოლიდარობის თემი;
ასოციაცია “ანიკა”;
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
ლიბერალური აკადემია;
“ტოლერანტი” – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
უფლებები საქართველო;
დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
მწვანე ალტერნატივა;
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
ფონდი აურეს;
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
Grlz wave;
თბილისი პრაიდი;
პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
Youthidentoba;
მოძრაობა “სირცხვილია”;
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
მედიის ინსტიტუტი;
პლატფორმა “სალამი”;
ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
თანასწორობის მოძრაობა;
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;
დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
ქალთა ფონდი საქართველოში;
Ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

LB loan image desktop LB loan image mobile