არასრულწლოვანი შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს, დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს მიმართავდა, უარის შემთხვევაში, კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მ.ა. 2019 წლის 1 მაისს ქ.თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,  ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა,  ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანის მიმართ) და 111,139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება დაზარალებულის სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.