„არავის ციხეში ყოფნა არ მინდა. გიორგი მამალაძე რომ გამოუშვან, კარგი იქნება“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „TV პირველთან“.
„მე იმაში ვენდობი [სტრასბურგის სასამართლოს], რომ სამართლიანი სასამართლო ჩაუტარდა, მაგრამ იმასაც გეტყვით, არავის ციხეში ყოფნა არ მინდა, რომ გამოუშვან, კარგი იქნება”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა.
სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ:
არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ;
დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი [უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა];