საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, არ დაუშვას არცერთი ფიზიკური და იურიდიული პირის არალეგალური საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.
„საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, არასანქცირებულ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ მივცემთ საშუალებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის ჩვენ პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება და მე მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ საკითხზე დასრულდეს“, – ამბობს ის.