არავითარი საზღვარი არ არსებობდა, სანამ სააკაშვილის პრეზიდენტობა არ დაიწყო - ალასანია

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

ეთანხმება თუ არა ის ბრალს საზღვრის უკანონო კვეთაზე, – ამ შეკითხვით ჟურნალისტებმა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მიმართეს, რომელმაც დღეს სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.

„კარდით რა, თქვენ ხომ გახსოვთ, რომ არავითარი საზღვარი არ არსებობდა, სანამ ამის პრეზიდენტობა არ დაიწყო და მთელი სასაზღვრო სისტემა არის მისი შექმნილი.

ვის ასამართლებენ, რისთვის ასამართლებენ. ჩემთვის ეს სასაცილოა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.


აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ითვალისწინებს.