არც კი იცის, ვისზე საუბრობს, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის საკითხზე.

მას არ შეუფასებია მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართვა. ძირითადად, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ჟურნალისტის შეკითხვა იყო პროვოკაციული. მან ასევე თქვა, რომ ქართული ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი შორსაა ეთიკური ჟურნალისტიკისგან.

„ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას ბოლო ორი დღეა, რომლის კულმინაცია იყო გუშინ იმ შეკითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც. ყველაფერი ეს იყო, ალბათ, მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი.

…თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემას, რომელიც ქართულ მედიაში არსებობს, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული მედია, ეთიკური ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის უკვე აღარ არის საერთოდ ტერმინიც კი“, – თქვა მან.

შალვა პაპუაშვილმა მედიას მოუწოდა, ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ „პოლიტიკურ სფეროში, ეთიკური ჟურნალისტიკა აკეთონ“.

„ბევრმა როდესაც ნახა როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული და თქვენც ნახეთ ალბათ, ამაში არ იყო არაფერი რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.

ჩვენ რაც ვიხილეთ გუშინ, ის იყო ტიპიური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცისლისწამებაზე. ჩვენ ვნახეთ რაზე აეწყო ეს ცილისწამება, რომ ერთ – ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ რაღაც „დაგუგლა”. დაგუგვლაზე რომ ჟურნალისტი ააწყობს თავის კითხვას, მე მგონი ეს აჩვენებს სწორედ თუ რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესაც ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტადაა ქცეული.

ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექტის გათვალისწინებით, როგორც იმ ადამიანის დამსახურებისა და როლის გათვალისწინებით, რომელზეც ჰქონდა ამ ჟურნალისტს საუბარი.

სავარუდოდ, არც კი იცის ვისზე საუბრობს, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში. არც კი იცის ვისზე სუაბრობს და რაზე საუბრობს. აი, ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია ამ კითხვას არ გააჩნდა”, – თქვა შალვა პაპუაშილმა.

მისი თქმით, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას უჭირს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ამიტომ „ის პოლიტიკური პარტიები,  რომლებიც დისკრედიტიებულები არიან, ცდილობენ სხვა აქტორები გამოიყენონ, ეს ხან არის მედია, ხან არასამთავრობო სექტორი.”


გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამდნენ. მან  „მთავარი არხის“ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile