„რუსეთის თამაშში ჩაერთეთ“ | არახამია კობახიძესა და ივანიშვილზე

პუბლიკა

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა, რადას დეპუტატმა დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არც კი იცოდა, ვინ იყო და მასზე როცა დაიწყო ლაპარაკი, ამის შემდეგ „დაგუგლა“.

„2019 წელს, 2020 წელს, 21-ში ხომ არ შეგხებივართ, მაგრამ, როდესაც რუსეთის თამაშში ჩაერთეთ, როცა შვეიცარიაც კი ვეღარ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, საქართველომ ისიც ვერ თქვა ეს რუსეთის აგრესიააო.

ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ „დავერბოვკებული“ იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”, – ამბობს ის.

ამავე სიუჟეტში დავით არახამიამ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩივით დაასრულებს, სჯობს, ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება.

„არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს როგორი მამულები აქვს თქვენთან, მაგრამ აქ იანუკოვიჩი ცხოვრობდა. წმინდა მაფიოზური სტრუქტურა ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოშია, როცა ერთი ადამიანი თავის ხალხს ნიშნავს ყველა პოსტზე განსაკუთრებით ძალოვან სამინისტროებში თან ყველა პრორუსი პოლიტიკოსია.

გამიგია,  თქვენთანაც ბიძინა ივანიშვილს რაღაც მამული აქვს, სადაც მთელი საქართველოდან ასწლოვანი ხეები ჩაჰქონდა, მინდა ის აქ დავპატიჟო (მეჟგორიის რეზიდენციაში).

ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ, გააკეთეთ ეს ნებაყოფლობით”, – თქვა დავით არახამიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile