ომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან ჩანაწერებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველზე, დავით არახამიაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დავით არახამია საქართველოში არის „რადიკალურ ოპოზიციაში“, უკრაინაში კი – ხელისუფლებაში.

„მე მახსოვს 6 მარტი იყო, როდესაც გავრცელდა „ფეიკი“ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით და იმავე დღეს ზუსტად რამდენიმე საათში სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ „ფეიკს“.

ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი და ავთენტურია თუ არაავთენტური არ ვიცით. მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა აქაც რამდენიმე საათში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი დავით არახამია არის საქართველოში რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევში არახამიასა და თბილისში არახამიას შორის.

შესაბამისად, საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა უფრო სწორად… ომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება… ცუდ რაღაცებს, მაგრამ  დღეს არ არის ამის დრო, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში.  შესაბამისად, დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ასე ღრმად შევიდეთ, მაგრამ ის, თუ ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქვს ნაცმოძრაობასთან ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უკვე მიიღო ინფორმაცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.

პირველი საუბარი 10 მარტითაა დათარიღებული და მასში, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენი ეუბნება ივანიშვილს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს და ასევე ის ამბობს, რომ ივანიშვილს ნახავს მისი მოადგილე, ალი უეზდენოვი ხორბლის თაობაზე.

მეორე საუბარი 13 მარტით თარიღდება. ამ საუბარში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი ეუბნება, რომ ალი უეზდენოვი პრემიერთან შესახვედრად გაუშვა. უთხრა მას, რაც უნდა გააკეთონ და სავარაუდოდ, უკვე ხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ქალაქგარეთაა, მაგრამ თუ საჭიროა, თვითონაც შეხვდება ალის.

აუდიოჩანაწერი, YouTube-ზე Cyber Kmara-ს არხზე გამოქვეყნდა.

LB loan image desktop LB loan image mobile