არესტოვიჩი, პოდოლიაკი და არახამია დაკავშირებულები არიან ოლიგარქებთან - ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

„უნდა გავიხსენოთ, რომ იგივე არესტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და ა.შ. ყველას წარსული დაკავშირებულია მძიმე მოვლენებთან, ერთი იანუკოვიჩთან არის დაკავშირებული, მეორე – მეორე ოლიგარქთან, მესამე – მესამე ოლიგარქთან… ეს რა თქმა უნდა მათ დღევანდელობას განაპირობებს”- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსნებზე მწვავე შეფასებების გაკეთება, წარსულზე მითითება და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” ლიდერები ხშირად აკრიტიკებენ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს – მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას, ადმინისტრაციის მრჩევლებს, მიხაილო პოდოლიაკს, ალექსეი არესტოვიჩს… უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენ ზელენსკის მიმართაც და ამბობენ, რომ ომი რომ დამთავრდება, „მას სხვაგვარ პასუხს გასცემენ” და ა.შ.