არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები - კობახიძე IRI-ის კვლევაზე

პუბლიკა

„არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის თავის ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციები. რეალურად IPM არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია 100%-ზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგი. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს, ამომრჩევლის 40% არის გადაუწყვეტელი, რაც ოპოზიციისკენ შეიძლება მიემართოს და ასე შემდეგ. ესეც არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში ძალიან მარტივად შეიძლება ალოკაციის გაკეთება. ამას არ აკეთებენ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სივრცე დატოვონ სპეკულაციებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

  •  ქართული ოცნება – 25 %
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 12%
  • გიორგი გახარიას პარტია –  (საქართველოსთვის) – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება –  3 %
  • ლეიბორისტული პარტია – 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2 %
  • დროა – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2 %
  • ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%
  • პარტია ლელო – 1 %
  • მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
  • სხვა – 2%
  • ხმას არ მივცემდი – 6%
  • არ ვიცი – 16%
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%

 

LB loan image desktop LB loan image mobile