არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებლს - ირაკლი კობახიძე IRI-ზე

პუბლიკა

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად ასცდება 50% -იან მაჩვენებლს.

დროს მისი თქმით, სანამ ოპოზიცია დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე კარგავს დროს, ისინი საარჩევნო პროცესისთვის ემზადებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე კომენტარს „აიპიემის“ და CRRC-ის კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას, და საბოლოო ჯამში, აცდენილია იმ შედეგებს, რომლებიც არჩევნებზე იდება ხოლმე

აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს, შესაბამისად, ის არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი კარგად იყო გამოხატული გასულ დღეებში. ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება. 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე. შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile