არის იმედი, რომ რემდესივირს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს - ცერცვაძე

პუბლიკა

„რემდესივირთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა, თუმცა ამავე დროს დამაიმედებელი“, – ამბობს დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით,  საქართველოს ეს პრეპარატი შეკვეთილი  აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა მას მიიღებს, ხოლო უშუალოდ მედიკამენტზე უფრო დეტალურად თენგიზ ცერცვაძეს შეუძლია საუბარი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს მედიკამენტი თავიდანვე მიიჩნეოდა ფავორიტად.

„შემდეგ ეს იმედები არ გამართლდა და ვნახეთ შედეგები, რომ რემდესივირი არც ისე ეფექტიანია, ახლა ისევ შეიცვლა სიტუაცია.  დიდმა მეცნიერმა, ტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რემდესივირი ეფექტიანია და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. თუმცა არსებობს განსხვავებული აზრებიც”.

მისივე თქმით, თავიდანვე რემდესივირის რიგში იდგა მთელი მსოფლიო. „ჩვენც რომ რიგში ჩავდგეთ, უშანსოდ ვიქნებით, რადგან გვყავს ძალიან ცოტა ინფიცირებული და კიდევ უფრო ცოტა გარდაცვლილი და ბუნებრივია, ჯერ უნდა დააკმაყოფილონ ის ქვეყნები, სადაც დაავადებული და გარდაცვლილი ძალიან ბევრია“, – ამბობს ცერცვაძე.

თუმცა მისი თქმით, „მთავრობას აქვს პრივილეგია, რომ გილიარდი გვაწვდის ც ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს და ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლა ამ პრივილეგიით და მიმართეს კომპანიას, რომ ჩვენი კარგი თანამშრომლობა გაითვალისწინონ. არის იმედი, რომ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ პრეპარატს მიღებს”.

პრეპარატი რემდესივირი შექმნილია კომპანაია „გილიარდის“ მიერ, ებოლას ეპიდემიის დროს, 2015 წელს. მაშინ მედიკამენტმა ებოლას წინააღმდეგ არ იმუშავა, თუმცა მას ახლა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იკვლევენ.