„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მიდის მსჯელობა.
„გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინ საღამოს, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, „ერთობა 2013-მა“ განცხადება გაავრცელა მეტროპოლიტენში არსებულ COVID-ვითარებასთან დაკავშირებით. მათი ცნობით, ინფიცირებული იყო მეტროს მემანქანეთა დიდი ნაწილი. დამოუკიდებელი პროფკავშირი ადმინისტრაციას სწრაფი და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ კორონავირუსი მეტროს 20-მდე მემანქანეს გამოუვლინდა და ინფორმაცია, რომ ინფიცირებულია მემანქანეების დიდი ნაწილი, არასწორია.