საზოგადოებას ხვალ ეცნობება, როდიდან ამოქმედდება ახალი შეზღუდვები - ტიკარაძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ახალ შეზღუდვებზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, მთავრობა ბიზნესთან ახალ შეზღუდვებზე კონსულტაციებს ჯერ ისევ აგრძელებს, გადაწყვეტილების შესახებ კი საზოგადოებას ხვალ ეცნობება.

„ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის შემდეგ ველოდებით  ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი. დავაკვირდებით კლების პროცესს და ორკვირიანი შეფასების შემდეგ შეიძლება, შემოვიღოთ ან უფრო მკაცრი სქემა, ან შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას. ხვალ გავაცნობთ საზოგადოებას და გახდება ცნობილი, რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება და რომელი რიცხვიდან“, – განცხადა ეკა ტიკარაძემ.