ანა ურუშაძის ფილმი - მეორეხარისხოვანი როლი“,  როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე

დავით ბუხრიკიძე

ახალგაზრდა სცენარისტის და რეჟისორის, ანა ურუშაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლის სახელწოდებაამეორეხარისხოვანი როლი“,  როტერდამის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონურსო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ევროპის ერთერთი გამორჩეული კინოფესტივალი, რომელიც დამწყები,  ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორებისთვის ერთგვარი საერთაშორისო ტრამპლინია, 2026 წლის 29 იანვრიდან 8 თებერვლამდე გაიმართება. 8 თებერვალს კი ჟიური ოქროს და ვერცხლისვეფხვებისმფლობელებს დაასახელებს.

ფესტივალის დირექციამ ანა ურუშაძის ფილმის მსოფლიო პრემიერამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, უკვე გაავრცელა  მისი ტრეილერი ინტერნეტ პლატფორმებზე .

მეორეხარისხოვანი როლიმოგვითხრობს ქართული კინოს ოდესღაც ცნობილ ვარსკვლავზე, რომელსაც მჟღერი სახელი აქვსნიაზ ნინუა და რომელიც უცხოეთში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ, სამშობლოში ბრუნდება. ახალგაზრდა რეჟისორი ქალი მას ფილმში ქასტინგზე პატიჟებს, თუმცა ეს არა მთავარი, არამედ მეორეხარისხოვანი როლია

თვითრეფლექსიას და თვითკრიტიკას გადაჩვეული მსახიობი, რომელიც ძირითადად, მომხიბვლელ გმირებსა და პროტაგონისტებს თამაშობდა, მეორეხარისხოვანი როლის შეთავაზებას ლამის შეურაცხყოფად ღებულობს. თუმცა, თანდათანობით, ისე რომ ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებს, იწყებს მისთვის უცხო პერსონაჟით დაინტერესებას, ახალი როლით ცხოვრებას და ბოლოს რეჟისორის შეთავაზებას თანხმდება.

აღსანიშნავია, რომ ნიაზ ნინუას როლს რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი, დავით ბახტაძე ასრულებს, რომელიც უკვე 20 წელია ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებით მუშაობს. გადაღებულია 30-ზე მეტ ფილმში და ძირითადად, მეორერეხარისხოვან როლებს თამაშობს. მაგალითად, „ოსკაროსანირეჟისორის, პოლ ჰაგისის ფილმშიშეჯახება“, 2005-2006 წელს ცნობილ სერიალშილოს ანჯელესის აეროპორტი“. ასევე ფილმებში – „დაკარგული არკადია“ (2011), „ფანტომი“ (2012), 100 მილიონიანი ბიუჯეტის ისტორიული ჟანრის მეგაპროექტშიბენ ჰური“ (2016); ხოლო 2023 წელს, სემ ჰარგრეივის ფილმშიოპერაცია გადარჩენა -2“. ასევე აღსანიშნავია, მისი გამორჩეული როლი  დიტო ცინცაძის ფილმშიშინდისი“ (2019).

მეორეხარისხოვან როლშიდავით ბახტაძეს პარტნიორობას უწევენ საშუალო და ახალგაზრდა თაობის მსახიობები: ნინო კასრაძე, ნატა მურვანიძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე, ირაკლი კვირიკაძე

საინტერესოა, რომ სცენარი, რომელიც თავად ანა ურუშაძემ დაწერა, 2021 წელს კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია. გარკვეული სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად იმასაც დავძენთ, რომ ეს ის დროა, როცა ქალბატონ წულუკიანის შთამაგონებლად მსახვრელი ხელი ჯერ კიდევ ეროვნულ კინოცენტრს ვერ ეხებდა, ხოლო გადაღებები პანდემიის გამო ორი წლით გაიწელა.

თავდაპირველად რეჟისორს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მთავარი როლი ზურა ყიფშიძეს ეთამაშა, რის შესახებაც თავად მსახიობი ორი წლის წინ, ერთერთ ინტერვიუში წერდა: „მინდა გაგანდოთ ერთი საინტერესი ამბავი. ერთ დღესაც დამიკავშირდა რეჟისორ ზაზა ურუშაძის შვილი, ანა ურუშაძე, რომელიც ძალიან თავისებური და საინტერესო ხედვით გამოირჩევა. მითხრა, რომ ჩემი მონაწილეობით ლამის დოკუმენტური ისტორიის მქონე ფილმის გადაღება სურდა მსახიობის შესახებ. მომაწოდა სცენარის სხვადასხვა ვარიანტი და მეც მთელი გულით ჩავერთე. ფილმის საელწოდებაც დამაინტრიგებელია – “მეორეხარისხოვანი როლი”.

თუმცა საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ფილმში ზურა ყიფშიძემ არ ითამაშა და რეჟისორმა მთავარ როლზე  დავით ბახტაძე დაითანხმა.

მეორეხარისხოვანი როლიმთლიანად საქართველოშია გადაღებული. სხვათა შორის, ის ესტონელმა ოპერატორმა, რეინ კოტოვმა გადაიღო, რომელიც არის ზაზა ურუშაძის ცნობილი ფილმის, „მანდარინებისოპერატორიც. ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია, რომელიც დააფინანსეს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, ესტონეთის კინოინსტიტუტმა, ესტონეთის კულტურულმა ფონდმა, Creative Europe-ის MEDIA პროგრამამ, Eurimages-მა და Cinetrain-მა.

ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟანი ფილმის, „საშიში დედისპრემიერა 2017 წელს, ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში გაიმარჯვა. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალე კი მთავარი პრიზი მოიპოვა. „საშიში დედაასევე ნომინირებული იყო 2018 წელს, ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე, ნომინაციაშიაღმოჩენა“.

დაბოლოს, ნაწყვეტი ჟურნალ „Variety“- ის სინოფსისიდან: „ფილმს, რომელიც მოძრაობს სიურეალისტურსა და ყოველდღიურობას, ხილვებსა და იუმორისტულ შთაბეჭდილებებს შორის, მკვეთად ატყვია ავტორირეჟისორის ხელი. ეს არის დროის ინდივიდუალური განზომლებითა და მრავალშრიანი დეტალებით სავსე ნამუშევარი, რომელშიც მაყურებელს კინემატოგრაფის დავიწყებულ ლაბირინთებში დაბრუნება და ხეტიალი უწევს“.