ანტიდასავლური რიტორიკა და მედია - როგორ მუშაობს მანიპულაციური სტრატეგია უკრაინის ომის ფონზე?

პუბლიკა

ავტორი: ხატია შამანაური

ბოლო წლებში არაერთი ორგანიზაცია საქართველოში ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე წერს. ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაციური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებით მომძლავრდა გასულ წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2023 წლის დასაწყისში საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის გზებზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლებას არა მხოლოდ არა აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა, უფრო მეტიც, ხშირად თავად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს. მათი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და არასამთავრობო სექტორია.

ანტიდასავლური რიტორიკა და მედია – როგორ მუშაობს მანიპულაციური სტრატეგია უკრაინის ომის ფონზე?  წაიკითხეთ ვრცლად: