ბლიცინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან

პუბლიკა

„პუბლიკა“ წინასაარჩევნოდ გთავაზობთ ბლიცინტერვიუების ფორმატს – 13 კითხვა პოლიტიკოსს.

გთავაზობთ ბლიცინტერვიუს გრიგოლ ვაშაძესთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს საპატრიარქო უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმეებში?

არა

უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო გაწვევა?

ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება ეს, მაგრამ საქართველოს გარშემო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კი.

ლგბტ თემის წევრები არიან თუ არა დისკრიმინირებულნი და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ საქართველოში?

კი

უნდა მოხდეს თუ არა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება?

საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკის შეძენა-მოხმარებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა იქნეს მიცემული.

საჭიროა თუ არა ქალთა კვოტირების სისტემა?

კი

რა არის საქართველოს ნომერ 1 საფრთხე?

ოლიგარქიული მმართველობა

არის თუ არა დასავლური კურსი უალტერნატივო?

კი

უნდა განისაზღვროს თუ არა არსებულ ჩანაწერზე მეტი მინიმალური ხელფასი?

ჯერ ქვეყანა გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და შემდეგ კი.

ეთანხმებით თუ არა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას?

კი, განსაკუთრებით ელექტრონული ვერსიის.

უნდა იყოს თუ არა საჯარო ბაღი უფასო?

კი

ეთამნხმებით თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედ პროგრამას?

არა

ეთანხმებით თუ არა დიდი ჰესების მშენებლობას?

ვეთანხმები, მაგრამ შესაბამისი უსაფრათხოებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ.

რა არის თბილისის ურბანული განვითარების მთავარი პრობლემა?

ურბანული განვითარების გეგმის არ არსებობა.