„ჩიტი-კაფე“ - ადგილი დაკარგული სიმშვიდის საპოვნელად

მარიამ ქავშბაია

უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაწყებას სირთულეები ახლავს, თუმცა, ამგვარ ისტორიებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მათ, ვინც საზოგადოებას მისცეს ის, რაც თავად ყველაზე მეტად სჭირდებოდათსითბო, უსაფრთხოება და მხარდაჭერა.

სწორედ ასეთია ოჯახური უკრაინული კაფეს, „ჩიტისისტორია. ის დღეს დედაქალაქის მასშტაბით ბავშვებზე მორგებული სივრცეების ერთერთი ყველაზე წარმატებული ქსელია. „ჩიტისუკან უკრაინელ მეწარმეთა ოჯახი დგას: ალექსეი კლიჩი, ანა კლიჩი და მათი ქალიშვილისოფია.


„ჩიტი“ კაფე მრგვალ ბაღთან

ერთმხრივი ბილეთით დაწყებული თავგადასავალი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის  შემდეგ, კლიჩების ოჯახი უკრაინიდან საქართველოში ერთმხრივი ბილეთით ჩამოფრინდა. როგორც თავად ამბობენ, თავიდან მხოლოდ ერთი რამ იცოდნენის, რომ უქმად ვეღარ გაჩერდებოდნენ.

ვიცოდით, რომ რაღაცით უნდა გვეცხოვრა. კვების ბიზნესში გამოცდილება არ გვქონდა, უკრაინაში ავეჯს ვყიდდით. მაგრამ გვქონდა იდეა და უზარმაზარი სურვილი, რომ რამე შეგვექმნა“ – გვითხრა ანა კლიჩმა.

ალექსეი, ანა და სოფია კლიჩები.

უცხო გარემო პირველი გამოწვევა იყო, თუმცა სწორედ ამ გარემომ მისცა მათ სტიმული, სწრაფად ემოქმედათ და დამოუკიდებელი ცხოვრება თავად აეწყოთ. როგორც იხსენებენ, საქართველოში მათ უამრავი უკრაინელი დაეხმარა ინფორმაციის მოძიებაში, ბაზრის გაცნობასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგრამ მთავარი გამოწვევა მაინც ემოციური სტაბილურობის მიღწევა აღმოჩნდა.

რთული იყო, რადგან სახლში არ ვიყავით. უკრაინაში მიჩვეულები ვიყავით, რომ ბებიაბაბუებთან ერთად ვზრდიდით ბავშვებს და აქ ეს შეუძლებელი იყო.“ – გვიყვება ანა.

სწორედ ამ გამოწვევამ გაუჩინა მათ ბიზნესის შექმნის იდეა. საქმე ისაა, რომ თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ოჯახის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: მშობლები ვერ პოულობდნენ ადგილს, სადაც თვითონაც იმუშავებდნენ და ბავშვიც კარგად გაერთობოდა. ეს პირადი საჭიროება მალევე გადაიქცა ბიზნესადსივრცედ, სადაც მშობლები ისვენებენ, ბავშვები კი მხიარულობენ.

ჩიტი არის ოჯახის, სითბოსა და სიმყუდროვის ერთგვარი სიმბოლო.“ ამბობს ალექსეი კლიჩი.

დღესჩიტიკაფეს უკვე ოთხი ფილიალი აქვს: დიდი საბავშვო სივრცე მრგვალ ბაღთან, კომფორტული კაფე ვაკის პარკთან, საბავშვო ცენტრი საბურთალოზე და ახლად გახსნილი „Chiti Spot“ რუსთაველზე.

ცხადია, თავდაპირველად ფინანსური რესურსები იყო საჭირო, რაც მათ უხვად ნამდვილად არ ჰქონდათ. კლიჩებმა მეგობრისგან გაიგეს, რომ გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-მხარდაჭერით  CARE Caucasus      მცირე ბიზნეს გრანტების პროგრამას ახორციელებდა და გადაწყვიტეს განაცხადი შეევსოთ.

სიმართლე ვთქვა, თავიდან არ გვჯეროდა, რომ ვინმე დაგვეხმარებოდა. უცნაური იყო, ვერ ვიგებდით, ვინმეს რატომ უნდა ნდომებოდა ჩვენი დახმარება. შემდეგ დაგვირეკესჩვენ ვიყავით გამარჯვებულები!“ – გვიყვება ალექსეი კლიჩი

პროგრამამ ოჯახს გადასცა ინვენტარი, გაუწია იურიდიული და მორალური მხარდაჭერა, მოუგვარა ფუნდამენტური საჭიროებები, რაც  უცხოელი მეწარმისთვის იქნებოდა აუცილებელი. 

პროგრამის ფართო გავლენა

უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა 2023 წლიდან,  გერმანიის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით და CARE Caucasus-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

„ლტოლვილ ოჯახებს ეკონომიკური მდგრადობა და სამომავლო პერსპექტივა სჭირდებათ. ჩვენი ხელშეწყობა უკვე 80-ზე მეტმა მცირე ბიზნესმა მიიღო. ეს მცირე საწარმოები სამუშაო ადგილებსაც ქმნიან და საქართველოს ეკონომიკაშიც მონაწილეობენ“, – ამბობს UNDP-ის პროექტის მენეჯერი, ლევან ასათიანი.

ჩვენ მივიღეთ ის ოჯახები, რომელთაც  უკან დაბრუნების შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ. ჩვენი პროგრამა სწორედ მათ გაძლიერებას ემსახურება“, – აცხადებს სოფიო ქამუშაძე, CARE Caucasus-ის ჰუმანიტარული პროექტების დირექტორი.

2023–2025 წლებში 82 უკრაინელი მეწარმის ბიზნესი დაფინანსდა, დასაქმდა 200-ზე მეტი ადამიანი. პროგრამა მათ სრულ დახმარებას სთავაზობს , მათ შორის ფინანსურ, სამართლებრივ, ბუღალტრულ და საბაზრო მხარდაჭერას.

ჩიტი, როგორც საზოგადოების შეხვედრის წერტილი

„ჩიტი“ კაფე ვაკის პარკში

თავდაპირველად მომხმარებელი ცოტა იყო, თუმცა კონცეფცია თანდათან დაიხვეწა. დღესჩიტისთითოეულ ფილიალს დღეში სულ მცირე 100 სტუმარი ჰყავს, უკრაინელი თუ ქართველი, დიდი თუ პატარა. 

კლიჩების ოჯახი გეგმავს ქსელის გაფართოებას დაჩიტისისეთ ბრენდად ჩამოყალიბებას, რომელიც თბილისის საზღვრებსაც გასცდება.

ჩიტისისტორია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ სათანადო მხარდაჭერის პირობებში, დაკარგული  სტაბილურობის, სიმშვიდისა და საკუთარი გზის პოვნა სამშობლოს იძულებით დატოვების შემთხვევაშიც შესაძლებელია.