დავიწყებული ნახტომი თავისუფლებისკენ

დავით ბუხრიკიძე

რუსეთში აკრძალული სპექტაკლინურიევიამჯერად ბერლინში დაიდგა.

მოსკოვის დიდ თეატრში, 2020 წელს დადგმული ნახევრად დრამატული და ნახევრად ქორეოგრაფიული სპექტაკლინურიევი“, რომელიც რეჟისორმა კირილ სერებრენიკოვმა და ქორეოგრაფმა იური პოსოხოვმა სახელგანთქმული მოცეკვავის, რუდოლფ ნურიევის ხსოვნას მიუძღვნეს, 2023 წელს თეატრის რეპერტუარიდანტრადიციული ღირებულებების დაცვისსაბაბით ამოიღეს.

და აი, ახლახან, 21 მარტს, სპეტაკლი Staatsballett Berlin-ის სოლისტების, დამდგმელი რეჟისორისა და ქორეოგრაფის ძალისხმევით ბერლინისშტაატსოპერისსცენაზე აღდგა. გერმანული პრესა წერს, რომ მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე გამორჩეული მოცეკვავის შესახებ ბალეტის დადგმის იდეა თავის დროზე, ქორეოგრაფ იური პოსოხოვს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად სანფრანცისკოში საბალეტი დასის ხელმძღვანელია. მოგვიანებით სწორედ მან შესთავაზა სერებრენიკოვს საცეკვავო ფორმა დრამატული შინაარსის ეპიზოდებით გაემდიდრებინა.

შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში ამ სპექტაკლის დადგმა 2020 წელს გარკვეულწილად სასწაულებრივი ამბავი იყო, რადგან მაშინ უკვე დაწყებული იყოთეატრალური საქმე“, რომელიც პოლიტიკურად აშკარად მოტივირებულ შინაარს ატარებდა და ფაქტობრივად, რეჟისორ სერებრენიკოვის დევნასა და დაპატიმრებას უკავშირდებოდა.

ნურიევის“ (ორიგინალური სახელწოდებაა Nureyev) ახალი ვერსია კიდევ უფრო გავრცობილია. ეს არის არამხოლოდ ბალეტი, არამედ წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს ბალეტს, ოპერასა და დრამას. სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა ილია დემუცკიმ, ხოლო მხატვარი და კოსტიუმების ავტორია ელენა ზაიცევა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის დეკორაციები ხელახლა შეიქმნა და ტრანსფირმირდა, რადგან ბერლინის საოპერო სცენაბოლშოისსცენისაგან განსხვავებით, შედარებით მცირე მოცულობისაა.

რა თქმა უნდა, რუდოლფ ნურიევი მეოცე საუკუნის ბალეტის სამყაროს სუპერვარსკვლავი იყო, რადგან არამხოლოდ რევოლუცია მოახდინა მამამკაცთა ცეკვაში, არამედ საფრანგეთში დარჩენის შემდეგ ხელმძღვანელობდა პარიზისგარნდ ოპერას“. როგორც ქორეოგრაფმა, მან შექმნა შესანიშნავი კლასიკური ქორეოგრაფიის ნიმუშები“ – აღნიშნავსშტაატსოპერისსამხატვრო ხელმღვანელი, კრისტიან შპაკი.

გრანდიოზულ დადგმაში, რომელშიც 120 მოცეკვავის, მსახიობის და მომღერლის ძალისხმევა გაერთიანდა, ფაქტობრივად ყველაფერიანურიევის პირადი ცხოვრებიდან დაწყებული (ის ღიად ბისექსუალი იყო; ჯერ მოცეკვავე მარგო ფონგტეინის მეუღლე და შემდეგ, დანიის სამეფო ბალეტის სოლისტის, ერიკ ბრუნის სექსუალური პარტნიორი და მეგობარი), მისი შემოქმედებითი მასშტაბით დამთავრებული (საცეკვავო ეპიზოდები ბალეტებიდან – „გედების ტბა“, „ჟიზელი“, „დონ კიხოტი“, „ბაიადერა“).

ნურიევიმთლიანად კლასიკური ფორმით  სტრუქტურირებული სპექტაკლია. ის აერთიანებს დრამას, ბალეტს,  თანამედროვე ქორეოგრაფის და ასევე ოპერის ინტერლუდიებს. იური პოსოხოვის ორიგინალური ქორეოგრაფია და კლასიკოსი კომპოზიტორების ცნობილი სიმფონიები ილია დემუცკის თანამედროვე მუსიკას ენაცვლება. პოსოხოვმა ასევე შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ქორეოგრაფიული სცენა, რომელიც ასახავს ნურიევის გაქცევას პარიზის აეროპორტიდან.

ეს იყო მართალაც უნიკალური ამბავი, რომელიც 1961 წლის 16 ივნისს პარიზისორლისაეროპორტში მოხდა. საგასტროლოდ ჩასული კიროვის სახელობის საბალეტო დასი უკან ბრუნდებოდა, როდესაც აეროპორტის გასასვლელიდან, ნურიევი წინსაწარი შეთანხმებით მოტოციკლეტით გაიცა.  მოგვიანებით ამ გაქცევას დასავლურმა პრესამთავისუფლებისკენ ნახტომიუწოდა.

საინტერესოა, რომ ნურიევის როლს ბრაზილიელი მოცეკვავე დავიდ სოარეში ასრულებს, რომელმაც საბალეტო კარიერა მოსკოვში დაიწყო და უკრაინის ომამდე რამდენიმე წლის განმავლობაშიბოლშოისსოლისტი იყო. ახლა ის ბერლინისშტაატსბალეტშიცეკვავს და გარკველ პარალელებსაც ხედავს თავის ცხოვრებასა და ლეგენდარულ ნურიევს ​​შორის.

როგორც გამოცემადოიჩე ველეწერს, ძალიან შთამბჭედავია პირველივე სცენა. ფარდა იხსნება და იწყება აუქციონი, რომელზეც გარდაცვლილი ბალეტის ვარსკვლავის, რუდოლფ ნურიევის პირადი ნივთები იყიდება: საკონცერტო კოსტიუმები, ანტიკვარული ავეჯი, ნახატები, ხალიჩები აღფრთოვანებული თაყვანისმცელმების საჩუქრებისცენის სიღრმეში კი ნურიევის განუმეორებელი ცეკვა ვიდეოეკრანზე პროეცირდება!

პრემიერიდან ორისამი კვირის შემდეგ, უკვე აპრილში, ფრანგულგერმანული სატელევიზიო არხი Arte „ნურიევსტელევიზიითაც უჩვენებს. ასე რომ, დიდი მოცეკვავის მილიონობით თაყვანისმცემელს მთელს მსოფლიოში სპეტაკლის ნახვის შესაძლებლობა ექნება.