პოლიტიკურად მოტივირებული „ყვითელი წერილები“

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინიფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა.

ბედის ირონიით თუ ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარის, ვიმ ვენდერსის საბედისწერო ფრაზის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკა და კინო  ამჯერად ვერაფრით გაიმიჯნა. საერთაშორისო შვიდკაციანმა ჟიურიმ წლევანდელი ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დათვისაუკეთესო ფილმისთვის, თურქული წარმოშობის გერმანელი რეჟისორის, ილკერ ჩატაკის ფილმს გადასცა.

ფილმი სახელწოდებითყვითელი წერილებითურქეთში მომუშავე პროფესიონალი მსახიობების თავისუფლებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება. რეჟისორი და მისი მეუღლე, რომელთაც სპექტაკლის დადგმას ანკარაში გაცხადებული პოლიტიკური მოტივებით უკრძალავენ და დევნიან, იძულებულები არიან ჰამბურგში, ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად. მთავარი მოტივი რაც ილკერ ჩატაკის ფილმში ნათლად ისმის, ესაა პასუხი შეკითხვაზერამდენად ემორჩილება ხელოვანი პოლიტიკურ ზეწოლას და რჩება თუ არა ის საკუთარი შეხედულებების ბოლომდე ერთგული?

“ყვითელი ბარათები”

აღმოჩნდა, რომ რეჟისორისთვის ეს საკითხი უნივერსალურია და არა მხოლოდ თურქეთის ანტიდემოკრატიულ სისტემას, არამედ გერმანიასაც ეხება. „ფილმში განხილული პრობლემები მხოლოდ ჩვენს პრობლემებადაც ვერ დარჩება. თუ ფხიზლად არ ვიქნებით და ვერ დავიცავთ დემოკრატიას, სასამართლო სისტემას, პრესის თავისუფლებას და ხელოვნების გამოხატვის ენას, ეს ყველას შეეხება“ – განაცხადა ილკერ ჩატაკმა საზეიმო დაჯილდოების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლიტიკური და რელიგიური მოტივები აშკარად ჩანს ასევე თურქი რეჟისორის, ემინ ალპერის ფილმშიკურტულუში“, რომელიც ჟიურის დიდი პრიზით – „ვერცხლის დათვითდაჯილდოვდა. ფილმი თურქეთის ერთერთ პროვინციაში კლანურ დაპირისპირების, რელიგიური შეხედულებებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

სამაგიეროდ, ხელოვნების, არტჰაუზისა და ჯაზი გაცოცხლებისთვის პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის გადაეცა ამერიკელ რეჟისორს, გრანტ გის ფილმისთვისყველა ბილ ევანსის მოყვარულია“, რომელიც სახელოვანი ჯაზმენის, ბილ ევანსის ბიოგრაფიის შავთეთრად გაცოცხლების საკმაოდ კარგი მცდელობაა.

„ყველა ბილ ევანსის მოყვარულია“,

ვერცხლის დათვიდა დითირამბები საუკეთესო  მთავარი როლის შესრულებისთვის ჟიურიმ სანდრა ჰიულერს უძღვნაფილმისათვისროზე“, რომელშიც გერმანული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი კაცად გადაცმულ ქალის როლს ლამის ფიზიკური დამაჯერებლობით თამაშობს.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისათვის ჟიურიმვერცხლის დათვიგაუნაწილა ანა კოლდერმარშალსა და 90 წლის ბრიტანული კინოს ცნობილ ვეტერანს, ტომ კორტნის ფილმშიდედოფალი ზღვაში“. ცოტა ბედის დაცინვას ჰგავდა, რომ ამ ფილმში მთავარ როლს ჟულიეტ ბინოში ასრულებს, თუმცა მეორე პლანის როლები, როგორც ჩანს, ჟიურისთვის გაცილებით შთამბეჭდავი და დამაჯერებელი აღმოჩნდა. საყურადღებოა ისიც, რომ ბერლინალეს საზეიმო დახურვის ცერემონიას ჟულიეტ ბინოში არ დასწრებია.

ვერცხლის დათვისაუკეთესო სცენარისთვის გადეცა ჟენევიევ დულუდდე სელის საკმაოდ სუსტ და არაფრით გამორჩეულ ფილმსნინა როზა“, რომელიც კანადაში გადახვეწილი ბულგარელი არტკრიტიკოსის და დილერის სამშობლოსთან კავშირს ლამის ეთნოკულტურულ ამბად აქცევს.