როსინის სახელობის საოპერო მწვერვალი

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯიქიას დებიუტილა სკალასსცენაზე

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან წარმატებული ქართველი სოპრანოს, სალომე ჯიქიას შემოქმედებაში შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლიდან ნამდვილად ახალი ეტაპი იწყება – 23 და 26 მარტს, ასევე 6 და 10 აპრილს ის პირველად დადგება ყველა მომღერლისთვის საოცნებო, მილანისლა სკალასსცენაზე. ჯოაკინო როსინის ოპერაშივილჰელმ ტელისალომე ჯიქია მატილდას ურთულეს პარტიას შეასრულებს.

მას შემდეგ, რაც სახელოვანმა თანამედროვე სოპრანომ, მარინა რებეკამ გარკვეული მიზეზების გამო უარი განაცხადა საპრემიერო სპექტაკლებში ემღერა, დამდგმელმა დირიჟორმა, მიკელე მარიოტიმ სწორედ ქართველი მომღერალი შეარჩია მატილდას პარტიის შესასრულებლად. ის მანამდეც კარგად იცნობდა სალომე ჯიქიას, რომელმაც სწორედ მისი დირიჟორობით იმღერა რამდენიმე წლის წინ პეზაროში, ასევე როსინის ოპერაშისემირამიდა“. 

სემირამიდა

ლა სკალასსაიტის პრერევიუში აღნიშნულია: „სალომე ჯიქიამ, ბელ კანტოს რეპერტუარის ერთერთმა ყველაზე მოთხოვნადმა და დახვეწილმა შემსრულებელმა, უკვე დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ საოპერო სცენებზე. 2016 წელს დიდი წარმატებით იმღერა როსინის საოპერო ფესტივალზე, პეზაროში (ელენის პარტია ოპერაშიქალიშვილი ტბიდან“). შემდგომში ევროპის ბევრ ცნობილ საოპერო თეატრში გამოდიოდანეპოლში, რომში, ბრიუსელში, ლოზანაში, ლონდონში. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანიამოცარტით დაწყებული, ადრეულ ვერდითა და დონიცეტით დამთავრებული. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მომღერალი სწორედ როსინის ოპერებს უთმობს, რომელთა შესრულებისას კარგად იგრძნობა ბელ კანტოს დახვეწილი ტექნიკა და ხმის დიაპაზონი“. 

ვილჰელმ ტელიროსინის ბოლო, ოთხმოქმედებიანი ოპერაა (1829) და ეყრდნობა ფრიდრიხ შილერის ამავე სახელწოდების პიესას, თუმცა ლიბრეტო საკმაოდაა შეცვლილი და ბევრი რამ ჩამატებულია. დამდგმელი დირიჟორი, მიკელე მარიოტი როსინის გამორჩეული ინტერპრეტატორია და აღსანიშნავია, რომ წარმოშობით სწორედ პეზაროდანაა, სადაც დიდი კომპოზიტორი დაიბადა. ასე რომ, საპრემიერო სპექტაკლებსა დალა სკალასორკესტრს სწორედ მარიოტი უხელმძღვანელებს.

სპექტაკლის რეჟისორია კიარა მუტი, ლამის ლეგენდარული დირიჟორის, რიკარდო მუტის ქალიშვილი. ვინმემ ნეპოტზიმის გამჭვირვალე სურნელი რომ არ იგრძნოს, აღვნიშნავთ, რომ ის საკმაოდ გამოცდილი ხელოვანია, რომელმაც სარეჟისორო უნარები უკვე მოსინჯა მილანის ცნობილ თეატრპიკოლოშიდა საოპერო სპექტაკლები დადგა ისეთ ცნობილ თეატრებში, როგორებიცაა, რომის ოპერა, თეატრისან კარლონეაპოლში და ტურინის ოპერა.

როგორც ბევრი თანამედროვე საოპერო რეჟისორი, კიარა მუტიც ხშირად ინოვაციურ რისკზე მიდის, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს ბალანსს კლასიკურ ფორმასა და სიახლეს შორის. ამჯერად, მას გმირულრომანტიკული  ოპერის მოქმედება გადააქვს მეოცე საუკუნის დასაწყისში, რაც შვეიცარიის ეროვნული გმირის, ვილჰელმ ტელის ისტორიასა და მის ბრძოლას ავსტრიელი მჩაგვრელების წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის ელფერს ანიჭებს.

ედიტი

ოპერის მოყვარულები, ცხადია, დაინტერესდებიან ცნობილი არიებითა და ანსამბლებით, თუმცა ამ ოპერის უმთავრესი დამღა მაინც ამ ოპერის ცნობილი უვერტიურა, როსინის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ექსპრესიული მელოდიებით დახუნძლული საორკესტრო ნაწარმოებია.

სალომე ჯიქიას გარდა, საოპერო წარმოდგენებში იმღერებენიტალიელი ბანი მიკელე პერტუსი (ვილჰელმ ტელი), უკრაინელი ტენორი დმიტრი კორჩაკი (არნოლდი). ასევე, ევგენი სტავინსკი (მიშელი) და ნანუელ დი პერო (ვალტერი). სპექტაკლისთვის სცენოგრაფია ალესანდრო კამერამ შექმნა, ხოლო კოსტიუმებიურსულა პატზაკმა. 

სალომე ჯიქიასთვის გასული წელი ძალიან წარმატებული იყო. ფლორენციის საოპერო თეატრში მან სიუზელის პარტია შეასრულა პიეტრო მასკანის შედარებით ნაკლებად ცნობილ ოპერაშიმეგობარი ფრიცი“ (1891). ასევე, ნორმას პარტია ბელინისნორმაში“ (ჰამბურგისშტატსოპერა“), გიზელდა ბრიუსელისლა მონეში“ (ვერდისლომბარდიელები“, სადაც მისი პარტნიორი ცნობილი მექსიკელი ტენორი, რამონ ვარგასი იყო), ანა ბოლენა გაეტანო დონიცეტის ამავე სახელწოდების ოპერაში და რაც მთავარია, იმღერა ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს, ედიტ პიაფის პარტია მაურიციო ფაბრიციოს თანამედროვე ოპერაშიედიტი“. 

ოპერის მსოფლიო პრემიერა გენუის საოპერო თეატრსან კარლო ფელიჩეშიგასული წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართა და საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა იტალიურ პრესაში (ამ მოვლენის შესახებ გასულ წელსპუბლიკადაწვრილებით წერდა). თეატრმა კომპოზიტორს ოპერა მომღერლის გარდაცვალების 60 წლისთავთან დაკავშირებით შეუკვეთა, რადგან პიაფი 1963 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

ლა სკალაშისაპრემიერო სპექტაკლების შემდეგ, სალომე ჯიქიას არანაკლებ საპასუხისმგებლო სპექტაკლები ელის თბილისის საოპერო თეატრში, სადაც დეზდემონას პარტიას იმღერებს ვერდისოტელოში“.  მონტე კარლოს საოპერო თეატრისნათხოვარდადგმას, უფრო ზუსტად, რამდენიმე წარმოდგენას, მაყურებელი 20 აპრილიდან ნახავს. ასე რომ, ბელ კანტოში სანიმუშოდ გაწვრთნილ მომღერალს ჯუზეპე ვერდის ბოლოსწინა ოპერაში კიდევ ერთი გამოცდა ელის. იმედია, წარმატებული!