ავტორი: კოტე კანდელაკი
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. საქართველოში დამკვიდრებულ შერეულ(პარალელურ) საარჩევნო სისტემას ჩაანაცვლებს პროპორციული საარჩევნო სისტემა. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო სუბიექტებს პარლამენტში მოსახვედრად დაჭირდებათ 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 1990 წლის შემდეგ მეცხრედ აირჩევს საქართველოს პარლამენტს. ამ ხნის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობა მრავალჯერ შეიცვალა, დაწყებული საარჩევნო რეგისტრაციის საკითხებიდან დამთავრებული საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესით. მაგრამ დღემდე ერთ საკითხს არ შეხებია ძირეული ცვლილება. ეს საკითხია საარჩევნო სისტემა, ანუ როგორ ვაკომპლექტებთ წარმომადგენლობით ორგანოს. 1990 წლიდან მოყოლებული ეს საკითხი ყოველი არჩევნების წინ მწვავე დებატების საგანია, ხელისუფლება არ თმობს მაჟორიტარულ სისტემას, ხოლო ოპოზიცია ითხოვს არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებას. 1990 წელს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას სურდა პირველი მრავალპარტიული არჩევნების მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარება, ხოლო ეროვნულ მოძრაობაში შემავალ პარტიებს პროპორციულით. ეროვნული მოძრაობის პარტიების დიდი წინააღმდეგობის შედეგად მიღწეულ იქნა კონსესუსი და შემოღებულ იქნა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. იცვლებოდა მხოლოდ პროპორციები.
სამწუხაროდ მიუხედავად მმართველი პოლიტიკური ძალის დაპირებისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც პროპორციული სისტემით(ბუნებრივი საარჩევნო ბარიერით) ჩატარდებოდა, საქართველოს მოსახლეობა 2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტს ისევ შერეული(პარალელური) საარჩევნო სისტემით(გაუმჯობესებული პროპორციებით) აირჩევს.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით აირჩევა 120, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 30 პარლამენტის წევრი. ეს თანაფარდობა დიდი ალბათობით იძლევა იმის საშუალებას, რომ ადექვატურად გარდაისახოს ამომრჩეველთა მიერ გაკეთებული არჩევანი მანდატებში.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებათ იმ დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ.
რაც შეხება საარჩევნო ბლოკებს, ბარიერის პროცენტი განისაზღვრება ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის 1 პროცენტზე ნამრავლის შესაბამისად.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მათ მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე საარჩევნო სუბიექტები.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამ ვალდებულებისაგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მათ ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერი ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებს, მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდება რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადვა ყველა აღნიშნული კანდიდატი. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თუ ყველა კანდიდატი ერთნაირ შედეგს მიიღებს, მაშინ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდება, იმართება ხელახალი არჩევნები.
2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ჩატარდება ზემოთ აღწერილი წესით.
1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ პირველად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიაში მრავალპარტიული არჩევნების შედეგად ხუთი წლის ვადით აირჩია საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 250 წევრით.
არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 18 აგვისტოს მიღებული „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. კანონს ხელს აწერდნენ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე და პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 125 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 4% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 125 აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
საარჩევნო ოლქში პირველ ტურში არჩეულად ითვლებოდა ის დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს, ინიშნებოდა ხელახალ ხმის მიცემა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, როელიც ხელახალი ხმის მიცემის დროს მეტ ხმას მიიღებდა.
არჩევნების პირველ ტურში ან ხელახალი ხმის მიცემისას ორი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა ტოლი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლეოდა ასაკით უფროს კანდიდატს.
პროპორციული არჩევნების შედეგების დასადგენად გამოიყენებოდა დ’ონდტის ფორმულა. პირველ რიგში დგინდებოდა ხმის მიცემის მონაწილეთა 4 პროცენტი, ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენდა საერთო გამყოფს, რისთვისაც საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა თანამიმდევრელად იყოფოდა 1 – ზე, 2-ზე, 3-ზე და ა.შ. გაყოფის შედეგად მიღებული უმცირესი რიცხვი წარმოადგენდა საერთო გამყოფს.
ყოველი საარჩევნო სუბიეტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრებოდა საერთო გამყოფის მიხედვით. ამ რაოდენობის დასადგენად ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფოდა საერთო გამყოფზე. გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიეტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭა საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 23 წლით. არჩეული შეიძლება ყოფილიყო საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 23 წელი შეუსრულდა. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- მსახურობდნენ ისეთ სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს და ოთხ-ოთხ წევრს ცენტრალურ და საოლქო კომისიებში ნიშნავდა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თითო წევრს ასევე ავტონომიური რესპუბლიკების საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში თითო წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდა არჩევნების მონაწილე ყველა პარტიას.
საუბნო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოადგილესა და 2 წევრს ნიშნავდა ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ყველა დონის კომისიების მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პოლიტიკურ პარტიებს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა არ ევალებოდათ. საკმარისი იყო ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში მხოლოდ განცხადების და წესდების წარდგენა.
მაჟორიტარულ სააჩევნო ოლქებში მონაწილეობა ასევე შეეძლოთ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთაც საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 500 მხარდამჭერი ამომრჩეველის ხელმოწერა უნდა წარედგინათ. ერთ ამომრჩეველს უფლება ქონდა საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა გამოეხატა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 39 პოლიტიკურმა პარტიამ. საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო 30 პოლიტიკურმა პარტიამ, საიდანაც ექვსმა დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანარჩენები ხუთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.
არჩევნების შედეგები
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 444 002
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 2 406 742 (69, 88 %)
ხმის მიცემაში მონაწილეთა რაოდენობა – 2 311 923 (67, 18 %)
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 84 797
არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგად აირჩა 246 დეპუტატი, 125-პროპორციული სისტემით, 121-მაჟორიტარული სისტემით.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, რომელშიც თერთმეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, 4 % საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა:
- საარჩევნო ბლოკმა ‘’მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო’’ მიიღო ხმების 53.99% – 81 მანდატი
- საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ხმების 29.58% – 44 მანდატი
ვერც ერთმა სხვა პარტიამ თუ ბლოკმა ვარ დააგროვა ხმების ოთხი პროცენტი.
პარტია/ბლოკი (ბიულეტენში მითითებული რიგითი ნომრის მიხედვით) | მიღებული ხმების რაოდენობა | პროცენტი |
1. ბლოკი “თავისუფლება” (საქართველოს რესპუბლიკურ – ფედერალური პარტია, საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია, საქართველოს ეროვნული თანხმობის ასოციაცია, საქართველოს ქრისტიანულ- დემოკრატიული კავშირი) |
71 602 |
3.10 % |
2. საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტია | 32 699 | 1.41 % |
3. საქართველოს კომუნისტური პარტია | 683 824 | 29.58 % |
5. ბლოკი “თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება”(საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, სრულიად საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების პარტია) |
80 262 |
3.47 % |
6. საქართველოს სახალხო პარტია | 15 496 | 0,67 % |
7. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება | 53 673 | 2.32 % |
10. სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი | 8 029 | 0.35 % |
11. ბლოკი “განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება” (საქართველოს კონსტიტუციურ- დემოკრატიული პარტია, საქართველოს პროგრესულ- დემოკრატიული პარტია, საქართველოს შრომის პარტია) |
33 687 |
1.46 % |
12. ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” ( საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ფრონტი- რადიკალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ- ლიბერალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ- ქრისტიანული პარტია) |
1 248 111 |
53.99 % |
13. საქართველოს სახალხო ფრონტი | 43 771 | 1.89 % |
14. ბლოკი “ დემოკრატიული საქართველო” ( ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული სახალხო ფრონტი, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია) |
40 769 |
1.76 % |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში( 28 ოქტომბერი) 125 საარჩევნო ოლქიდან აირჩა მხოლოდ 57 საარჩევნო ოლქში. “მრგვალი მაგიდა” -33, კომუნისტური პარტია – 17, დამოუკიდებელ კანდიდატი – 4, თითო მანდატი მიიღეს საქართველოს სახალხო ფრონტის, “დემოკრატიული საქართველოს” და “განთავისუფლებისა და ეკონომიკური აღორძინების” ბლოკების წარმომადგენლებმა.
1990 წლის 11 ნოემბერს 64 საარჩევნო ოლქში გამართულ მეორე ტურში „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“-მ 41 მანდატი მოიპოვა, სახალხო ფრონტმა 11 მანდატი, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა – 5 მანდატი, ბლოკი “დემოკრატიული საქართველო” – 3, კომუნისტური პარტიამ – 3, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ – 1 მანდატი.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად დეპუტატი ვერ აირჩა და ხელახალი არცევნები დაინიშნა ტყვარჩელის, გუდაუთის, ცხინვალის და ჯავის საარჩევნო ოლქებში.
ორი ტურის შედეგების მიხედვით საქართველოს უზენაეს საბჭოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ – 155 მანდატი( 81 პროპორციული, 74 მაჟორიტარული)
- საქართველოს კომუნისტური პარტია – 64 მანდატი (44 პროპორციული, 20 მაჟორიტარული)
- სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება – 1 (მაჟორიტარული) მანდატი
- განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება – 1 (მაჟორიტარული) მანდატი
- საქართველოს სახალხო ფრონტი – 12 (მაჟორიტარული) მანდატი
- დემოკრატიული საქართველო – 4 (მაჟორიტარული) მანდატი
- დამოუკიდებელი კანდიდატები – 9 (მაჟორიტარული) მანდატი
1992 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
1992 წლის 11 ოქტომბერს სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 234 წევრით.
1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1990 წელს ხუთი წლის ვადით არჩეულ საქართველოს უზენაეს საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდა. ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ. მას შემდეგ რაც სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, 1992 წლის 11 ოქტომბერს დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნები ჩატარდა 1992 წლის 1 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების დებულების მიხედვით. დებულებას ხელს აწერდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე და მდივანი ვ. გოგუაძე.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 150 დეპუტატი ირჩეოდა პარტიული სიებით, ათი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით პროპორციული (ე.წ. რეგიონულ-პროპორციული, საარჩევნო ბარიერის გაეშე) წარმომადგენლობის საფუძველზე, ხოლო 84 დეპუტატი აირჩეოდა ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით უბრალო უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმებს მიიღებდა, ხმათა ტოლი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლებოდა შესაბამის საარჩევნო ოლქში მუდმივად მცხოვრები კანდიდატი, ხოლო თუ ეს პირობაც ერთნაირი იქნებოდა – ასაკით უფროსი კანდიდატი.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველი პრეფერენციულ არჩევანს აკეთებდა, ანუ უფლება ქონდა ხმა მიეცა ერთი, ორი ან სამი საარჩევნო სუბიექტისათვის, რისთვისაც საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ ცარიელ უჯრებში უნდა ჩაეწერა ციფრები შემდეგი მიმდევრობით: ციფრი”1” – იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების გასწვრივ, რომელსაც აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე; ციფრი “2” – იმ სახელწოდების გასწვრივ, რომელსაც პირველის შემდეგ აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე; ციფრი “3” – იმის გასწვრივ, რომელსაც პირველი ორის შემდეგ აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე.
პროპორციული არჩევნების შედეგების დასადგენად ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენდა თითეული პარტიული სიისთვის დაწერილი “1”- ების, “2”-ებისა და “3”-ების რაოდენობას, მათ მიერ მიღებული ქულების რაოდენობას, საარჩევნო კვოტას, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მირ მიღებული მანდატებისა და საკომპენსაციო სიისთვის გადასაცემი ქულებისა და მანდატების რაოდენობას.
პარტიული სიის მიერ მიღებული ქულათა რაოდენობის დასადგენად საარჩევნო სუბიექტის მირ მიღებული “1”-ების რაოდენობა მრავლდბოდა 5-ზე, “2”-ების – 3-ზე, “3”-ების – 2-ზე და მიღებული შედეგები იკრიბებოდა. საარჩევნო კვოტის დასადგენად ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ქულების ჯამი იყოფოდა ოლქში მანდატების რაოდენობაზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო კვოტას.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა იყოფოდა საარჩევნო კვოტაზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. ოლქისთვის გამოყოფილი მანდატების რაოდენობისა და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობის სხვაობა წარმოადგენდა საკონპენსაციო სიების მიხედვით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას.
საარჩევნო სუბიექტის საკომპენსაციო სიას გადაეცემოდა ქულათა ის რაოდენობა, რომელიც ტოლი იყო სიის მიერ მიღებული ქულათა რაოდენობისა და ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა და საარჩევნო კვოტის ნამრავლის სხვაობისა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენდა საკომპენსაციო სიების მიხედვით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას, თითოეული საარჩევნო სუბიექტის საკომპენსაციო სიის მიერ მიღებული ქულების რაოდენობას, საერთო გამყოფს, ყოველი საარჩევნო სუბიექტის საკომპენსაციო სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
საერთო გამყოფის დასადგენად ყოველი საკომპენსაციო სიის მიერ მიღებულ ქულათა რაოდენობა თანმიმდევრულად იყოფოდა 1-ზე, 2-ზე, 3-ზე და ა. შ. გაყოფის შემდეგ მიღებული რიცხვები კლების მიხედვით ისე ლაგდებოდა, რომ მათი საერთო რაოდენობა გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის ტოლი ყოფილიყო. ამ რიცხვთაგან უმცირესი წარმოადგენდა საერთო გამყოფს.
თითოეული საკომპესაციო სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრებოდა მოცემული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ქულათა რაოდენობის გაყოფით საერთო გამყოფზე.
გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა მოცემული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
თუ საარჩევნო ოლქში მოცემული პარტიის (საარჩევნო ბლოკის) სიებს მეტი მანდატი ერგბოდათ, ვიდრე მათში კანდიდატთა რაოდენობა იყო, მანდატების ეს რაოდენობაც ამ საარჩევნო სუბიექტის საკომპენსაციო სიით განაწილებული მანდატების რაოდენობას ემატებოდა.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭა საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 23 წლით. არჩეული შეიძლება ყოფილიყო საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 23 წელი შეუსრულდა. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების მინიმუმ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ჩაითვლება პირი, რომელიც მუდმივადაა ჩაწერილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ფაქტობრითად ცხოვრობს საქართველოში და სხვაგან არაა მუდმივად ჩაწერილი, გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისა.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- მსახურობდნენ სხვა ქვეყნის სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
საარჩევნო ადმინისტრაცია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ოთხ წევრს ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, ხელისუფლებისა და მმართველობის რაიონული და საქალაქო ორგანოების, პარტიების, მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინადადებათა გათვალისწინებით.
თითო წევრის დანიშვნის უფლება ქონდათ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარის მოადგილეებსა და ორ წევრს ნიშნავდნენ შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისიები. დანარჩენ წევრებს არჩევნებში მონაწილე პარტიები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ყველა დონის კომისიების მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა არ ევალებოდათ. საკმარისი იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და მხოლოდ განცხადების და წესდების წარდგენა.
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება ქონდა ყოველ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარედგინა თითო პარტიული სია და ქვეყნის მასშტაბით საკომპენსაციო სია.
მაჟორიტარულ სააჩევნო ოლქებში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რომელთაც საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 500 მხარდამჭერი ამომრჩეველის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.
დაუშვებელი იყო დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის შეყვანა პარტიულ სიაში.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 37 საარჩევნო სუბიექტმა – ოცდაცამეტმა პოლიტიკურმა პარტიამ და ოთხმა საარჩევნო ბლოკმა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 471 866
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 2 575 197 (74,77%)
სულ აირჩა 225 პარლამენტის წევრი.
მაჟრიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 84 საარჩევნო ოლქიდან აირჩა მხოლოდ 75 დეპუტატი. ცხრა საარჩევნო ოლქში(ჯავა, ცხინვალი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, გაგრა, გალი, გუდაუთა და ტყვარჩელი) არჩევნები ვერ ჩატარდა.
პროპორციული სისტემით კი (მრავალმანდატიანი ოლქები) – 150 დეპუტატი.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად 150 მანდატი გადაინაწილა ოცდაოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
- დემოკრატიული პარტია – 10 მანდატი (3 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 7 საკომპენსაციო სიით)
- ქარტია 91 – 9 მანდატი (5 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 4 საკომპენსაციო სიით)
- ეროვნულ -დემოკრატიული პარტია – 12 მანდატი (8 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 4 საკომპენსაციო სიით)
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი – 7 მანდატი (1 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქიდან, ხოლო 6 საკომპენსაციო სიით)
- საქართველოს მთიელთა კავშირი – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- ბლოკი “ერთობა” (ლიბერალურ – დემოკრატიული ეროვნული პარტია, სრულიად საქართველოს მშვიდობის და თავისუფლების (ავღანელთა) პარტია) – 14 მანდატი (7 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 7 საკომპენსაციო სიით)
- მამულის აღორძინების საზოგადოება – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარია – 2 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი – 4 მანდატი (1 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქიდან, ხოლო 3 საკომპენსაციო სიით)
- ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – 7 მანდატი (1 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქიდან, ხოლო 6 საკომპენსაციო სიით)
- საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი – 2 მანდატი საკომპენსაციო სიით
- ბლოკი” საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია და მთიელთა პოლიტიკური კავშირი”(საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორუფლებიანობის პარტია, მთიელთა პოლიტიკური გაერთიანება) – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი – 2 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს სახელმწიფოებრივ – ეროვნული მთლიანობის პარტია – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია – 4 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს რადიკალურ -მონარქისტული კავშირი – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია – 4 მანდატი საკომპენსაციო სიით
- სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი – 2 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს კონსტიტუციურ- დემოკრატიული კავშირი – 1 მანდატი საკომპენსაციო სიით
- ბლოკი “მშვიდობა”(საქართველოს დემოკრატიული კავშირი, საქართველოს სამართლიანობის პარტია, სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია – “ლემი”, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის პარტია, საქართველოს აგრარული კავშირი, აჭარის აღორძინების სრულიად საქართველოს კავშირი, საქართველოს მონარქისტული (კონსერვატული) პარტია – 29 მანდატი (23 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 6 საკომპენსაციო სიით)
- სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება – 5 მანდატი საკომპენსაციო სიით
- ბლოკი “11 ოქტომბერი”(საქართველოს სახალხო ფრონტი,პოლიტიკური ორგანიზაცია “დემოკრატიული არჩევნები საქართველოსათვის” (დასი), საქართველოს ქრისტიანულ- დემოკრატიული კავშირი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 18 მანდატი (15 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 3 საკომპენსაციო სიით)
- საქართველოს სოციალ -დემოკრატიული პარტია – 2 მანდატი საკომპენსაციო სიით
- საქართველოს მწვანეთა პარტია – 11 მანდატი (6 არჩეულია მრავალმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო 5 საკომპენსაციო სიით)
1995 წლის 5 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
1995 წლის 5 ნოემბერს ოთხი წლის ვადით აირჩია საქართველოს პარლამენტი, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 233 წევრით.
აფხაზეთში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული პირებს(12), რომლებიც კანონის მიღების დროისათვის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, გაუგრძელდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
არჩევნები ჩატარდა 1995 წლის 1 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 146 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 5% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 75 ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ერთ მესამედს, ორი კვირის თავზე ინიშნებოდა მეორე ტური, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, როელიც ხელახალი ხმის მიცემის დროს მეტ ხმას მიიღებდა.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 5% გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 146-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 146-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში რიგით წინ იყო.
პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ითვლებოდა, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარი მაინც.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 25 წლით. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ორ წევრს ნიშნავდა საქართველოს პარლამენტი. თითო წევრს ასევე ავტონომიური რესპუბლიკების საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ორ წევრს ნიშნავდნენ შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისიები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში თითო წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდა არჩევნების მონაწილე პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც 1995 წლის 24 აგვისტომდე ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში. აგრეთვე თითო წევრის დანიშვნის უფლება ქონდათ არანაკლებ ხუთ პარტიას ერთობლივად, რომელთაც 1995 წლის 24 აგვისტომდე არ ჰყავდათ წარმომადგენელი პარლამენტში.
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დროისთვის პარლამენტში უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 50.000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს და აგრეთვე პირს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებულია იქნებოდა შესაბამის საარჩევნო ოლქში მინიმუმ 1.000 ხელმოწერით მაინც ან რომელიც ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.
საარჩევნო სუბიექტს უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობდა 53 საარჩევნო სუბიექტი – 45 პოლიტიკური პარტია და 8 საარჩევნო ბლოკი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 121 075
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 2 127 946 (68,18%)
5 % ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა:
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ნამდვილი ხმების 23.71 % – 90 მანდატი ,
- სრულიად საქ. აღორძინების კავშირი ხმების 6.84% – 25 მანდატი,
- “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” ხმების 7.85% – 31 მანდატი.
ვერც ერთმა სხვა პარტიამ თუ ბლოკმა ვარ დააგროვა ხმების ხუთი პროცენტი.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
პარტიები/ბლოკები | მიღებული ხმები | პროცენტი |
1 საქართველოს სოც. სამართლიანობის კავშირი | 22, 190 | 1, 04 % |
2სრულიად საქ. პოლიტ. ორგანიზაცია “ლემი” | 8,722 | 0,41 % |
3 საქ. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია | 39,788 | 1,87 % |
4 დემოკრატიული პარტია | 37,643 | 1,77 % |
5 სრულიად საქ. აღორძინების კავშირი | 145, 626 | 6,84 % |
6 აფხაზეთი- ჩემი სახლია | 44, 191 | 2,08 % |
7 პარტია “სამშობლო” | 8, 561 | 0,40 % |
8 ქალთა დაცვის კავშირი | 20, 384 | 0,96 % |
9 საქ. პროგრესისტული პარტია | 5, 673 | 0,27 % |
10 საქ. სოციალისტური პარტია | 80, 747 | 3, 79 % |
11 სრულიად საქ. მშვიდობისა და თავისუფ. პარტია | 43, 017 | 2, 02 % |
12 “ახალი საქართველო” | 14, 030 | 0, 66 % |
13 საქ. კომუნისტური პარტია | 44, 117 | 2, 07 % |
14 საქ. ინტელექტუალთა ლიგა | 4, 746 | 0,22% |
15 საქ. თავისუფლების პარტია | 8, 188 | 0,38% |
16 საქ. ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია | 5, 854 | 0, 28 % |
17 საქ. აგრარული კავშირი | 7, 420 | 0, 35 % |
18 მერაბ კოსტავას საზოგადოება | 49, 829 | 2, 34 % |
19 მოსახლეობის სოციალური დაცვის პარტია | 15, 898 | 0, 75 % |
20 “ეროვნული დასი” | 4, 523 | 0, 21 % |
21 საქ. ეკონომიკური და სოც. პროგრესის ლიგა-ბურჟუაზიულ- დემოკრატიული პარტია | 5, 611 | 0, 26 % |
22 ლიბერალურ- დემოკრატიული, ეროვნული პარტია | 5, 515 | 0, 26 % |
23 ეროვნულ – დემოკრატიული პარტია | 169, 218 | 7, 85 % |
24 სტალინური კომუნისტური პარტია | 46, 174 | 2, 17 % |
25 სრულიად საქ. საგვარეულოთა კავშირი | 4, 791 | 0, 23 % |
26 პოლიტიკური ორგანიზაცია “მამული” | 5, 729 | 0, 27 % |
27 საქ. პოლიტიკური მოძრაობა “მამული, ენა, სარწმუნოება” | 4. 339 | 0. 20 % |
28 ღვთისშვილთა კავშირი | 13, 661 | 0,64% |
29 ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტია | 6, 412 | 0, 30 % |
30 პოლიტიკური ორგანიზაცია “პროფკავშირები –არჩევნებზე” | 6, 969 | 0, 33% |
31 საქ. სახ. ეროვნული მთლიანობის პარტია- “სამშობლოს ფარი” | 3, 807 | 0, 18% |
32 საქ. კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია | 3, 743 | 0, 18 % |
33 საქ. აგრარული პარტია | 6, 095 | 0,29 % |
34 ილია ჭავჭავაძის საზოგადოება | 15, 510 | 0, 73 % |
35 საქ. ლიბერალურ კონსერვატიული პარტია | 7, 123 | 0, 33 % |
36 პოლიტიკური კავშირი “თანადგომა” | 45, 747 | 2, 15 % |
37 მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანება “საქართველოს ქალები არჩევნებისათვის” | 12, 865 | 0, 60 % |
38 საქ. ეროვნული ერთიანობის და სოც.თანასწორუფლებიანობის პარტია | 5, 999 | 0, 28 % |
39 სახ. სამართლებრივი გაერთიანება | 19, 675 | 0, 92 % |
40 საქ. მოქალაქეთა კავშირი | 504, 586 | 23, 71 % |
41 პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს მომავალი” | 15, 316 | 0, 72 % |
42 საზოგადოება “არჩევნები” | 3, 825 | 0, 18 % |
43 ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი | 89, 752 | 4, 22 % |
44 საქ. გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია | 35, 051 | 1, 65 % |
45 საქ. ოჯახის აღორძინების კავშირი | 7, 141 | 0,34 % |
46 ბლოკი “საქ. ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ- დემოკრატები”(საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საქართველოს სოციალ- დემოკრატიული პარტია) | 95, 506 |
4,49 % |
47 ბლოკი “ქრისტიანული დემოკრატთია-ევროპული არჩევანი”( საქართველოს სახალხო პარტია, საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი) | 8, 607 | 0, 40 % |
48 ბლოკი “ზვიადის გზა-ხმა ერისა”( სამართლიანობის აღდგენის კავშირი “ხმა ერისა”
საქართველოს განახლების პარტია) |
25, 213 | 1, 18 % |
49 ბლოკი “ეკონომიკური აღორძინება-ყვითლები”( კონსტიტუციურ – დემოკრატიული პარტია
პროგრესულ – დემოკრატიული პარტია) |
6, 564 | 0, 31 % |
50 ბლოკი “XXI საუკუნე”( ეროვნულ პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს გული, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება) | 88, 405 | 4, 15 % |
51 ბლოკი “პროგრესი” (საქართველოს დემოკრატიული კავშირი,
პოლიტიკური გაერთიანება-ახალგაზრთა დემოკრატთა კავშირი “ჩვენი არჩევანი”, პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მესაკუთრეები”, საარჩევნო გაერთიანება “თბილისი” ) |
9, 189 | 1, 37 % |
52 ბლოკი “საქ. რეფორმატორთა კავშირი-ეროვნული თანხმობა”(საქართველოს სპორტსმენთა კავშირი,
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “კოლხეთი”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს რეფორმატორთა კავშირი”) |
61, 424 | 2, 89 % |
53 ბლოკი “სიცოცხლისათვის”( სქართველოს მოქალაქეთა მოძრაობა “სიცოცხლისათვის”,
საქართველოს მთიელთა კავშირი) |
32, 534 | 1,53% |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში გამარჯვებულად მხოლოდ 33 მაჟორიტარი გამოვლინდა. 42 ოლქში კი, მეორე ტური გაიმართა.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 18
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 3
- დემოკრატიული აღორძინების კავშირი 6
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 3
- საქართველოს სოციალისტური პარტია 4
- საქართველოს რეფორმატორთა კავშირი
“ეროვნული თანხმობა” 2
- ბლოკი “თანადგომა” 3
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1
- სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება 1
- ბლოკი “პროგრესი” 4
- “ლემი” 1
- დამოუკიდებელი კანდიდატები 29
ორი ტურის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 108
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 34
- დემოკრატიული აღორძინების კავშირი 31
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 3
- საქართველოს სოციალისტური პარტია 4
- საქართველოს რეფორმატორთა კავშირი
“ეროვნული თანხმობა” 2 - ბლოკი “თანადგომა” 3
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1
- სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება 1
- ბლოკი “პროგრესი” 4
- “ლემი” 1
- დამოუკიდებელი კანდიდატები 29
1999 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
1999 წლის 31 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით აირჩია საქართველოს პარლამენტი, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 235 წევრით.
აფხაზეთში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული პირებს(12), რომლებიც კანონის მიღების დროისათვის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, გაუგრძელდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
არჩევნები ჩატარდა „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელშიც 1999 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და პროპორციული არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7 პროცენტამდე.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 150 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 7% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 73 ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩეოდა, ჩატარდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებოდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადიოდა ყველა აღნიშნული კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგს მიიღებდა, მაშინ არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 7% გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 150-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებოდათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდებოდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ითვლებოდა, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 25 წლით. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
ასევე პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება ყოფილიყო მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ იდგა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა შემდეგი წესით:
საქართველოს პრეზიდენტმა 5 წლის ვადით დანიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრი და პარლამენტის თანხმობით – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტმა აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრი, რომელთაგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს.
თითო წევრი აირჩიეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებმა.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარე და 6 წევრი დანიშნა შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში თითო წევრი დანიშნეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) 7 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტებმა.
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დროისთვის პარლამენტში უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, და აგრეთვე არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფის წარდგენილ კანდიდატს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებული იქნებოდა შესაბამის საარჩევნო ოლქში მინიმუმ 1.000 ხელმოწერით მაინც გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.
საარჩევნო სუბიექტს უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობდა 33 საარჩევნო სუბიექტი – 20 პოლიტიკური პარტია და 13 საარჩევნო ბლოკი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 143 851
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 2 133 878 (68%)
7 % ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა:
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (ნამდვილი ხმების 41.75 %) – 85 მანდატი
- “საქართველოს აღორძინება (ნამდვილი ხმების 25.81%) – 51 მანდატი
- “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”(ნამდვილი ხმების 7.08%) – 14 მანდატი.
ვერც ერთმა სხვა პარტიამ თუ ბლოკმა ვარ დააგროვა ხმების შვიდი პროცენტი.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
საარჩევნო სუბიექტი | მიღებული ხმები | % | |
1 | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | 890915 | 41.75 |
2 | საქართველოს ლეიბორისტული პარტია | 140595 | 6.59 |
3 | საქართველოს მწვანეთა პარტია | 11400 | 0.53 |
4 | საქართველოს თავისუფლების პარტია | 828 | 0.04 |
5 | საქ. ეკონომიურად და სოციალურად დაზარალებულთა პარტია | 2171 | 0.1 |
6 | პოლიტ. კავშირი “თანადგომა” | 412 | 0.02 |
7 | სახალხო -დემოკრატიული პარტია | 1917 | 0.09 |
8 | საქ. ვეტერანთა დაცვის პარტია | 11708 | 0.55 |
9 | საქ.ეროვნული იდეოლოგიის პარტია | 529 | 0.02 |
10 | საქ. ქრისტიანულ დემოკრატიული კავშირი | 2951 | 0.14 |
11 | მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ლექტორთა კავშირი | 643 | 0.03 |
12 | მოქალაქეთა პ\ გ სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი | 333 | 0.02 |
13 | მერაბ კოსტავას საზოგადოება | 10357 | 0.49 |
14 | საქ. სოციალური სამართლიანობის კავშირი | 12000 | 0.06 |
15 | ქართველ ნაციონალისტთა ერთობა | 555 | 0.03 |
16 | დავით აღმაშენებლის პარტია | 758 | 0.04 |
17 | დემოკრატიული ცენტრი | 456 | 0.02 |
18 | პოლიტ.მოძრაობა “საქართველოს ბედი” | 419 | 0.02 |
19 | საქ. ინტელექტუალთა ლიგა | 344 | 0.02 |
20 | საქ. ნაციონალისტური პარტია | 593 | 0.03 |
21 | ბლოკი “საქართველოს აღორძინება” (დემოკრატიული აღორძინების კავშირი,
საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი, კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობის მოძრაობა “ჭყონდიდელი”, საქართველოს ხსნის მოძრაობა “ერის ძახილი”) |
537297 | 25.18 |
22 | ბლოკი “ეროვნულ დემოკრატიული ალიანსი- მესამე გზა” (ეროვნულ- დემოკრატიული პარტია,რესპუბლიკური პარტია, ეროვნული მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტია (მრეწველთა პარტია) | 95039 | 4.45 |
23 | ბლოკი“სახალხო პარტია – დიდგორი”(სახალხო პარტია,
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის პარტია –“დიდგორი”) |
87781 | 4.11 |
24 | ბლოკი “სახალხო ფრონტი –ჭავჭავაძის საზოგადოება“ (საქართველოს სახალხო ფრონტი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება) | 4339 | 0.2 |
25 | ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” (პოლიტ. მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, პოლიტ. გაერთიანება “მოძრაობა ქართული სახელმწიფოსათვის”, საქართველოს რეფორმატორთა და აგრარიკოსთა კავშირი,
საქ. მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანება – ნაციონალური მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, პოლიტ. გაერთიანება “სპორტული საქართველო”) |
151038 | 7.08 |
26 | ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანება – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს სპორტსმენთა კავშირი) | 994 | 0.05 |
27 | ბლოკი“მძლეველი საქართველო –ღვთის ტაძარი” (საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი გაერთიანება “მძლეველი”, საქართველოს რეალისტთა კავშირი) | 4275 | 0.2 |
28 | ბლოკი “ერთიანი კომუნისტური პარტია (სტალინური) და მშრომელთა საბჭოები(საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანება “საქართველოს მშრომელთა საბჭო”) | 28739 | 1.35 |
29 | ბლოკი “XXI საუკუნე – ქართული ნაციონალიზმი” (პოლიტ. გაერთიანება “საქართველოს გული –XXI”, მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანება “სამშობლო”, ქალთა დაცვის კავშირი) | 1058 | 0.05 |
30 | ბლოკი “კომუნისტები- სტალინელები”(საქართველოს კომუნისტური პარტია, პოლიტიკური პარტია “სტალინელი”) | 3778 | 0.18 |
31 | ბლოკი “საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია” (საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია, საქართველოს მთიელთა პოლიტიკური ლიგა) | 733 | 0.03 |
32 | ბლოკი “მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო” (საქართველოს ჰელსინკის კავშირი- ეროვნული აღორძინება, საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტია, საქართველოს სამეფო ლიგა, საქართველოს ქრისტიანულ- სოციალური კავშირი, სრულიად საქართველოს “წმინდა ილია მართლის საზოგადოება,
სახალხო – დემოკრატიული კავშირი – ქრისტიან- დემოკრატები) |
5657 | 0.27 |
33 | ბლოკი აღორძინებული კომუნისტები და სახალხო პატრიოტები (საქართველოსაღორძინებული კომუნისტური პარტია, საქართველოს დემოკრატიული კავშირი) | 3229 | 0.15 |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში გამარჯვებულად 51 მაჟორიტარი გამოვლინდა. 22 ოლქში კი, მეორე ტური გაიმართა.
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 46
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 7
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 1
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2
დამოუკიდებელი კანდიდატები 17
ორი ტურის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 131
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 58
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 15
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2
დამოუკიდებელი კანდიდატები 17
2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის და 2004 წლის 28 მარტი ხელახალი არჩევნები
2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა რიგით მეოთხე საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 235 წევრით.
არჩევნები ჩატარდა 2001 წელს მიღებული „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად.
აფხაზეთში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული პირებს(12), გაუგრძელდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2004 წლის აგვისტოში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის დეპუტაციას უფლებამოსილება შეუწყდა.
არჩევნების შედეგები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაყალბებულად ჩათვალა, რის გამოც გაიმართა საპროტესტო გამოსვლები და საქართველოში მოხდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“. არჩევნების შედეგები გაუქმდა, გარდა მაჟორიტარული წესით ჩატარებულისა და დაინიშნა ხელახალი პროპორციული არჩევნები.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 150 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 7% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 73 ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა ერთი მესამედისა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩეოდა, ჩატარდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებოდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადიოდა ყველა აღნიშნული კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგს მიიღებდა, მაშინ არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდებოდა, იმართებოდა ხელახალი არჩევნები.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 7% გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 150-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებოდათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდებოდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ითვლებოდა, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი მაინც.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 25 წლით. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
ასევე პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება ყოფილიყო მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ იდგა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
- ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტების წესი დარეგულირდა საარჩევნო კოდექსის გარდამავალი დებულებებით, რომლის მიხედვით, ყველა დონის საარჩევნო კომისია იქმნებოდა 15 წევრის შემადგენლობით.
საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით, ხოლო ამ წარდგინების არარსებობის შემთხვევაში, მის გარეშე ნიშნავდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული ქონდა ეს უფლებამოსილება.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავდა ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ხოლო 5 წევრს ნიშნავდა ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას მისი დამნიშვნელის მიერ მინიჭებული ქონდა ეს უფლებამოსილება.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 9 წევრს ნიშნავდნენ შემდეგი პარტიები:
- 3 წევრს – 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.)
- 2 წევრს –1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მესამე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.) ;
- თითო წევრს – 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 4 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავდა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებდა, ეს უფლება გადავა მეორეზე და ა.შ.).
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დროისთვის უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, და აგრეთვე არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფის წარდგენილ კანდიდატს, რომლის წარდგენის ინიციატივა დადასტურებული იქნებოდა შესაბამის საარჩევნო ოლქში მინიმუმ 1.000 ამომრჩევლის ხელმოწერით მაინც, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო პარლამენტის წევრად.
საარჩევნო სუბიექტს უფლება ჰქონდა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარედგინა დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც მის პარტიულ სიაშიც იყო.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობდა 21 საარჩევნო სუბიექტი – 20 პოლიტიკური პარტია და 13 საარჩევნო ბლოკი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 178 593
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 1 909 215 (60%)
7 % ბარიერი გადალახა მხოლოდ ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა:
ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” 21.32% 38 – მანდატი
დემოკრატიული აღორძინების კავშირი (დაკ) 18.84% 33 – მანდატი
საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია 12.04% 20 – მანდატი
ბლოკი “სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა” 18.08% 32 – მანდატი
ბლოკი “ბურჯანაძე – დემოკრატები” 8.79% 15 – მანდატი
ბლოკი “ახალი მემარჯვენეები (ახლები)” 7.35% 12 – მანდატი
ვერც ერთმა სხვა პარტიამ თუ ბლოკმა ვარ დააგროვა ხმების შვიდი პროცენტი.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
# | პარტიის (ბლოკის) დასახელება | მიღებული ხმების რაოდენობა | % |
1 | ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” | 407045 | 21.32% |
2 | დემოკრატიული აღორძინების კავშირი (დაკ) | 359769 | 18.84% |
3 | ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” | 117785 | 6.17% |
4 | საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია | 229900 | 12.04% |
5 | ბლოკი “სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა” | 345197 | 18.08% |
6 | საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია | 8031 | 0.42% |
7 | ბლოკი “ბურჯანაძე – დემოკრატები” | 167908 | 8.79% |
8 | საქართველოს ეროვნულ – სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება “მძლეველი” | 1627 | 0.09% |
9 | “ერთიანი საქართველო” | 2958 | 0.15% |
11 | ბლოკი “არასახელისუფლებო ბლოკი სამშობლო” | 582 | 0.03% |
12 | ბლოკი “ახალი მემარჯვენეები (ახლები)” | 140259 | 7.35% |
13 | ბლოკი ჯუმბერ პატიაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა” | 34584 | 1.81% |
14 | “დედა სამშობლო” | 1247 | 0.07% |
15 | ბლოკი “ეროვნული თანხმობა – იბერიის გაბრწყინება” | 15772 | 0.83% |
16 | კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია | 342 | 0.02% |
17 | მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტია (მრეწველთა პარტია) | 2659 | 0.14% |
18 | ბლოკი “მშვიდობიანი კავკასია” | 2403 | 0.13% |
19 | საქართველოს სახალხო კაპიტალიზმის პარტია | 506 | 0.03% |
20 | სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი | 680 | 0.04% |
21 | პოლიტიკური გაერთიანება “ქალთა დაცვის კავშირი” (ქდკ) | 902 | 0.05% |
22 | “საქართველოს ადვოკატები” | 1479 | 0.08% |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
- ბლოკი „ახალი საქართველოსათვის’’ 19 მანდატი
- ბლოკი „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ 10 მანდატი
- დემოკრატიული აღორძინების კავშირი 6 მანდატი
- ბლოკი „ბურჯანაძე–დემოკრატები’’ 7 მანდატი
- ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)’’ 4 მანდატი
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია 3 მანდატი
- ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ 4 მანდატი
- საინიციატივო ჯგუფი (დამოუკიდებელი კანდიდატები) 20 მანდატი
2004 წლი ს 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები
არჩევნები ჩატარდა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით (ერთიანი პარტიული სიებით) 7 % საარჩევნო ბარიერით. აირჩა 150 დეპუტატი.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 16 – მა საარჩევნო სუბიექტმა.
ამ არჩევნებზე რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა სრულყოფილი ამომრჩეველთა სია, განხორციელდა მოქალაქეთა წინასწარი საარჩევნო რეგისტრაცია. რის შედეგადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 2 343 087, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო1 498 012-მა ამომრჩეველმა.
არჩევნებში 7%-იანი ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა ახლად შექმნილმა ბლოკმა:
- „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“ ხმების 66,24% – 135 მანდატი
- მემარჯვენე ოპოზიციამ – მრეწველები, ახლები ხმების 7,56% – 15 მანდატი
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
# | პარტიის (ბლოკის) დასახელება | მიღებული ხმების რაოდენობა | % |
1 | სოციალისტური პარტია | 7 229 | 0.48% |
2 | დემოკრატიული აღორძინების კავშირი | 57 829 | 3.86% |
3 | ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია- მრეწველები, ახლები” | 113,313 | 7.56% |
4 | საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია | 89,981 | 6.01% |
5 | ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები | 992,275 | 66.24% |
7 | ედპ-ტრადიციონალისტები | 38,247 | 2.55% |
8 | საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება “მძლეველი” | 737 | 0.05% |
10 | ნაციონალისტები | 4039 | 0.27% |
11 | ბლოკი “სამშობლო” | 520 | 0.03% |
12 | ბლოკი “ნაციონალური აღორძინება” | 1759 | 0.12% |
13 | ბლოკი ჯუმბერ პატიაშვილი-პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა” | 37,054 | 2.47% |
14 | დემოკრატიული სიმართლის პარტია | 2062 | 0.14% |
15 | საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია | 477 | 0.03% |
16 | ნოდარ ნათაძე-სახალხო ფრონტი | 2184 | 0.15% |
18 | პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება-კონსტანტინე ზ. გამსახურდია” | 65,809 | 4.39% |
20 | სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი | 349 | 0.02% |
2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 150 დეპუტატით. ასევე დაიწია საარჩევნო ბარიერმა 7%-დან 5%-მდე.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 75 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 5% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 75 ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა 30 პროცენტისა. მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლებოდა ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩეოდა, ჩატარდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებოდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადიოდა ყველა აღნიშნული კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგს მიიღებდა, მაშინ არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდებოდა, იმართებოდა ხელახალი არჩევნები.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 5 % გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 75-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 75-ზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, გაუნაწილებელი მანდატებისაგან თითო მანდატი მიეკუთვნებოდათ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდებოდა, მანდატი მიეკუთვნება მას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 25 წლით. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
ასევე პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება ყოფილიყო მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ იდგა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას
- ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი
საარჩევნო ადმინისტრაცია
რადიკალურად შეიცვალა ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. მათი შემადგენლობა განისაზღვრა 13 წევრით.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარისა და 5 წევრის კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად(5 წლის ვადით) ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა ცესკო. დამატებით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
იგივე პრინციპით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიების მირ კომპლექტდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 7 წევრს ნიშნავდნენ პარტიები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებდნენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დღისთვის უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ მხოლოდ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 საარჩევნო სუბიექტმა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 465 736
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 1 850 407 (53,9%)
5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
- “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ხმების 7.44% – 6 მანდატი
- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” ” ნამდვილი ხმების 59.18% – 48 მანდატი
- “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)” ნამდვილი ხმების 17.73% – 15 მანდატი
- “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები” ნამდვილი ხმების 8,66 – 6 მანდატი
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
პარტიის (ბლოკის) დასახელება | მიღებული ხმების რაოდენობა | % |
1 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული პოლიტიკა” | 8231 | 0.46 |
2 საქართველოს რესპუბლიკური პარტია | 67037 | 3.78 |
3 “მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები (მ.გ.ს., ერთობა, ე.დ.პ.)” | 16440 | 0.93 |
4 “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” | 132092 | 7.44 |
5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” | 1050237 | 59.18 |
6 პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” | 3308 | 0.19 |
7 “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)” | 314668 | 17.73 |
8 “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია” | 3180 | 0.18 |
9 პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიანულდემოკრატიული ალიანსი (ქდა)” | 15839 | 0.89 |
10 “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები” | 153634 | 8.66 |
11 “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია” | 7880 | 0.44% |
12 საქართველოს პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა” | 2101 | 0.12 |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
- ნაციონალური მოძრაობა 71 მანდატი
- გაერთიანებული ოპოზიცია 2 მანდატი
- რესპუბლიკური პარტია 2 მანდატი
- საქართველოს პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნაციონალური მოძრაობა 119 მანდატი
- გაერთიანებული ოპოზიცია 17 მანდატი
- “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები” 6 მანდატი
- “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 6 მანდატი
- რესპუბლიკური პარტია – 2 მანდატი
2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, შეიცვალა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრთა თანაფარდობა. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანეს 2011 წლის 27 დეკემბერს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 150 დეპუტატით.
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 77 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 5% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 73 ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრის მონაწილეთა 30 პროცენტისა. მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლებოდა ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩეოდა, ჩატარდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებოდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადიოდა ყველა აღნიშნული კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგს მიიღებდა, მაშინ არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდებოდა, იმართებოდა ხელახალი არჩევნები.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 5 % გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 77-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად ემატებოდა რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
თუ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდებოდა იმ სუბიექტებს, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 21 წლით.
პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება ყოფილიყო მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ იდგა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
- სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული
- ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი
საარჩევნო ადმინისტრაცია
რადიკალურად შეიცვალა ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. მათი შემადგენლობა განისაზღვრა 13 წევრით.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარისა და 5 წევრის კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად(5 წლის ვადით) ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა ცესკო. დამატებით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
იგივე პრინციპით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიების მირ კომპლექტდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 7 წევრს ნიშნავდნენ პარტიები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებდნენ სხვებზე მეტ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დღისთვის უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
რეგისტრაციის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს 5000-ლარიანი დეპოზიტი უნდა განეთავსებინა, რომელიც უკან სრულად დაუბრუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც მიიღებდა.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 16 საარჩევნო სუბიექტმა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 613 851
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 2 215 661 (53,9%)
5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა:
- საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ ნამდვილი ხმების 54.97%- 44 მანდატი
- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” ნამდვილი ხმების 40.34% – 33 მანდატი
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
პარტიები/ბლოკები | მიღებული ხმების რაოდენობა | % | |
№41 | საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ | 1181862 | 54.97% |
№5 | ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” | 867432 | 40.34% |
№10 | გიორგი თარგამაძე – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება | 43805 | 2.04% |
№38 | „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” | 26621 | 1.24% |
№24 | პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები” | 9255 | 0.43% |
№1 | „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” | 5865 | 0.27% |
№9 | „სამართლიანი საქართველოსთვის” | 4073 | 0.19% |
№4 | „ედპ – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” | 3023 | 0.17% |
№23 | „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი” | 2324 | 0.11% |
№40 | ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” | 1572 | 0.07% |
№19 | პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” | 1013 | 0.05% |
№30 | „მერაბ კოსტავას საზოგადოება” | 997 | 0.05% |
№35 | „მომავალი საქართველო” | 701 | 0.03% |
№36 | „საქართველოს მშრომელთა საბჭო” | 581 | 0.03% |
№17 | ”სახალხო მოძრაობა” | 546 | 0.03% |
№26 | ”სახალხო პარტია” | 527 | 0.02% |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა– მეტი სარგებელი ხალხს – 32
- ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ – 41
საქართველოს პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს – 65
- ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ – 85
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
საარჩევნო სისტემა
არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 77 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 5% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 73 აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.
საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებდა, მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლებოდა ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.
თუ პარლამენტის წევრი პირველ ტურში ვერ აირჩეოდა, ჩატარდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი, ხოლო თუ საუკეთესო ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებოდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადიოდა ყველა აღნიშნული კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებდა. თუ ყველა კანდიდატმა ერთნაირი შედეგს მიიღებდა, მაშინ არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმათა მეტი რაოდენობა. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდებოდა, იმართებოდა ხელახალი არჩევნები.
პროპორციული არჩევნების მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ საარჩვნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნების მონაწილეთა ხმების 5% მაინც.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად 5 % გადალახული სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდებოდა 77-ზე და იყოფოდა ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად ემატებოდა რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
თუ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდებოდა იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
აქტიური საარჩევნო უფლება ქონდა საქართველოში საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 21 წლით.
პარლამენტის წევრად არჩეული არ შეიძლება ყოფილიყო მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ იდგა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:
- მხარდაჭერის მიმღებები, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში
- სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული
- ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი
საარჩევნო ადმინისტრაცია
რადიკალურად შეიცვალა ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. მათი შემადგენლობა განისაზღვრა 13 წევრით.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარისა და 5 წევრის კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად(5 წლის ვადით) ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა ცესკო. დამატებით, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
იგივე პრინციპით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიების მირ კომპლექტდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 7 წევრს ნიშნავდნენ პარტიები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებდნენ სხვებზე მეტ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.
საარჩევნო რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დღისთვის უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი პარლამენტში ან არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით. თუ პარტიას არ ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში, მაგრამ იყო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი მაშინ მისი ინიციატივა უნდა დაედასტურებინა მინიმუმ 1000 ამომრჩევლს.
მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონდათ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.
არჩევნების შედეგები
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 საარჩევნო სუბიექტმა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა – 3 513 884
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა – 1 825 054
5% ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა:
- საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ ნამდვილი ხმების 48.68 % – 44 მანდატი
- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” ნამდვილი ხმების 27.11% – 27 მანდატი
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ნამდვილი ხმების 5.01% – 6 მანდატი
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
პარტიები/ბლოკები | მიღებული ხმების რაოდენობა | % | |
1 | „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” | 60681 | 3.45% |
2 | პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”) | 1010 | 0.06% |
3 | „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” | 62166 | 3.53% |
4 | „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი” | 2182 | 0.12% |
5 | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” | 477053 | 27.11% |
6 | „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” | 27264 | 1.55% |
7 | „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” | 2805 | 0.16% |
8 | „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” | 88097 | 5.01% |
9 | „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” | 55208 | 3.14% |
10 | „სახალხო ხელისუფლება” | 810 | 0.05% |
11 | „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები” (ივანე წიკლაური) | 1757 | 0.10% |
12 | „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის” | 3824 | 0.22% |
13 | „მშრომელთა სოციალისტური პარტია” | 662 | 0.04% |
14 | „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” | 1467 | 0.08% |
15 | „საქართველო” | 1548 | 0.09% |
16 | „ქართული იდეა” | 2916 | 0.17% |
17 | „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” | 13788 | 0.78% |
18 | მერაბ კოსტავას საზოგადოება | 966 | 0.05% |
19 | „ჩვენები – სახალხო პარტია” | 1595 | 0.09% |
20 | „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი” | 699 | 0.04% |
21 | ეროვნული ფორუმი | 12763 | 0.73% |
22 | „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” | 81464 | 4.63% |
23 | „ზვიადის გზა – უფლის სახელით” | 1467 | 0.08% |
24 | „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) | 802 | 0.05% |
25 | „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” | 856638 | 48.68% |
მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:
- ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ – 71
- დამოუკიდებელი კანდიდატი – 1
- „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – 1
50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება’’ – 115
- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – 27 მანდატი
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 6 მანდატი
- დამოუკიდებელი კანდიდატი – 1
- „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – 1