წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს!

დავით ბუხრიკიძე

თარგმნა დავით ბუხრიკიძემ

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) გზავნილი, რომელიც თეატრის საერთაშორისო დღეს – 27 მარტს ეძღვნება, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ყოველგვარი სირთულის, დაბრკოლებების, კრიზისისა და ომების მიუხედავად, „წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს“!

თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გზავნილის ავტორი 2026 წელს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, უილიამ დეფო გახდა, რომელიც თავის წერილობით მიმართვაში სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების საშიშროებისა და თეატრის ძალისხმევის შესახებ საუბრობს: „თეატრი არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და ცოცხალი ჩვენთვის და სამყაროს გაგებისთვის, როგორიც ახლაა“.

უკვე კარგა ხანია, 27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ინიციატივა იუნესკოს მიერ დაარსებულ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს (International Theatre Intitute) ეკუთვნის. 1961 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა სხვადასხვა ქვეყნის თეატრის მოღვაწეებს, თეატრალური ხელოვნების პროფესიული დღესასწაული ყოველი წლის მარტში აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოს პირველად, 1962 წელს, ცნობილმა ფრანგმა დრამატურგმა, რეჟისორმა და პოეტმა, ჟან კოკტომ მიულოცა.

თეატრის საერთაშორისო დღის საზოგადოებრივი, სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობა ექვსი ათეული წლის შემდეგაც უცვლელი რჩება – „თეატრი, როგორც ხალხებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების საშუალება“. თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გზავნილს, ცნობილი ამერიკელი მსახიობის, უილიამ დეფოს მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მე მსახიობი ვარ და ძირითადად, კინოფილმებით მიცნობენ,  მაგრამ ჩემი ფესვები ღრმადაა გადგმული თეატრში. 1977-2003 წლებში ვიყავივუსტერ ჯგუფისწევრი, ვთამაშობდი ნიუ-იორკისპერფორმინგ გარაჟშიდადგმულ სპექტაკლებში და გასტროლებზე დავდიოდით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ასევე ვმუშაობდი რიჩარდ ფორმანთან, რობერტ ვილსონსა და რომეო კასტელუჩისთან.

ამჟამად ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. ამ დანიშვნამ, მოვლენებმა მსოფლიოში და ჩემმა სურვილმა, დავბრუნებოდი თეატრს, მტკიცედ ჩამომიყალიბა რწმენა თეატრის განსაკუთრებულ ძალასა და მნიშვნელობაზე. როდესაცვუსტერ ჯგუფშიმოღვაწეობას ვიწყებდი, ნიუიორკის თეატრალურ კომპანიაში, ხშირად ცოტა მაყურებელი მოდიოდა ჩვენს წარმოდგენებზე. არსებობდა ასეთი წესითუ მსახიობები მაყურებელზე მეტნი იქნებოდნენ, შეგვეძლო, წარმოდგენა გაგვეუქმებინა, მაგრამ ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია.

უილიამ დეფო რობერტ ვილსონის სპექტაკლში – „ბებერი“

კომპანიის ბევრი წევრს არ ჰქონდა პროფესიული თეატრალური განათლება. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თეატრის შესაქმნელად შეიკრიბნენ, რადგან სჯეროდათ, რომშოუ უნდა გაგრძელდეს“. ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი სავალდებულო მანტრა, თუმცა ვგრძნობდით ვალდებულებას, შევხვედროდით მაყურებელს. ხშირად დღის განმავლობაში გავდიოდით რეპეტიციებს და საღამოს უკვე ვაჩვენებდით მაყურებელს ნამუშევარს. ხანდახან წლებს ვხარჯავდით ერთი შოუს სრულყოფისათვის, ხოლო თავს ვინარჩუნებდით ძველი წარმოდგენების გასტროლებზე ჩვენებით.

წლობით მუშაობა ერთ პიესაზე ხშირად მოსაწყენი ხდებოდა ჩემთვის და რეპეტიციებს, გარკვეულწილად, დამქანცველად აღვიქვამდი, მაგრამ მიმდინარე ნამუშევრების ჩვენებები ყოველთვის ამაღელვებელი იყომაშინაც კი, როდესაც მცირერიცხოვან მაყურებელს ჩვენი საქმიანობისადმი დამთრგუნველი და კრიტიკული შეფასება ჰქონდა.

ეს, უბრალოდ, მაფიქრებდა იმაზე, თუ როგორ იძენს თეატრი მნიშვნელობასა და სიცოცხლეს აუდიტორიის წყალობით. როგორც დარბაზის შესასვლელში წარწერა გვამცნობდა: „გამარჯვებისთვის დასწრება აუცილებელია“. შემოქმედებითი აქტით რეალურ დროში გაზიარებული გამოცდილება შესაძლოა, გაწერილი და დაგეგმილი იყოს, მაგრამ ყოველთვის განსხვავებულია. თეატრი არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და ცოცხალი ჩვენი თავისა და სამყაროს გაგებისთვის, როგორიც ახლაა. არსებებოს ახალი ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები, რომლებიც გვპირდებიან კავშირს, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანები ერთმანეთისგან იმდენად დააშორიშორეს და გააცალკევეს, რომ კავშირის აღდგენა წარმოუდგენლად რთულია.

უილიამ დეფო და რომეო კასტელუჩი

ყოველდღე ვიყენებ ჩემს კომპიუტერს, თუნდაც სოციალური მედია არ მქონდეს. თავიც კი დამიგუგლია, როგორც მსახიობს და AI-საც კი მივმართავ ინფორმაციისთვის, თუმცა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ამჩნევდე, თუ როგორ ემუქრება ადამიანურ ურთიერთობებს ტექნოლოგიებით ჩანაცვლების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტექნოლოგია შეიძლება, კარგად გვემსახუროს, პრობლემაა მაინც იმის არცოდნა, თუ ვინ არის კომუნიკაციის წრის მეორე პოლუსზე. ნამდვილი კომუნიკაციის შეუძლებლობა კი ხელს უწყობს  რეალობის კრიზისის შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტს შეუძლია კითხვების დასმა, ის ძალიან იშვიათად იწვევს გაოცების გრძნობას, რასაც ქმნის თეატრი. გაოცება კი დაფუძნებულია ყურადღებაზე, ჩართულობაზე, მოქმედებისა და პასუხის წრეში მყოფთა სპონტანურ რეაქციაზემაგრამ, როგორც მსახიობსა და თეატრის კოლექტიური სულის მონაწილეს, მე მაინც მწამს თეატრის ძალის!

სამყაროში, რომელიც სულ უფრო გამყოფი, მაკონტროლებელი და ძალადობრივი ხდება, ჩვენთვის, როგორც თეატრის შემქმნელებისთვის, მთავარ გამოწვევად რჩება ერთი ამოცანაროგორ ავირიდოთ თეატრის კომერციული საქმიანობა, რომელიც, ძირითადად, გართობას ეძღვნება?! ტრადიციებისა და ინსტიტუციების დაცვის მიღმა უნდა განვავითაროთ თეატრის უმთავრესი გზავნილიროგორ დააკავშიროს ადამიანები, საზოგადოებები, კულტურები და უპირველეს ყოვლისა, დასვას შეკითხვები, თუ სად მივდივართ

უილიამ დეფო მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსში „მარინა აბრამოვიჩის ცხოვრება და სიკვდილი“

კარგი თეატრი წარმოადგენს ჩვენი აზროვნების ნაწილს და გვამხნევებს, გვიბიძგებს, წარმოვიდგინოთ ის, რისკენაც ვისწრაფვით. ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ და შექმნილნი სამყაროში ჩართულობისთვის. ყოველი გრძნობის ორგანო არის კარიბჭე შეხვედრისთვის და ამ შეხვედრის მეშვეობით ჩვენ უფრო მკაფიოდ განვსაზღვრავთ საკუთარი თავის შესაძლებლობას თხრობის, ესთეტიკის, ენის, მოძრაობის, სცენოგრაფიის საშუალებითთეატრი, როგორც ხელოვნების ტოტალური ფორმა, გვაჩვენებს, თუ რა იყო, რა არის და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი სამყარო“.