ზიზღი და სიძულვილი საქართველოში

ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი პოლიტიკური მღელვარება და დაპირისპირებაა, უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა  საზოგადოების გაერთიანებასა და კონსოლიდაციას იწვევს, თუმცა ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ქართული საზოგადოებისთვის ასეთი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. პირიქით, ამის შემდეგ  პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა და გამწვავდა.

ჩვენთან რომ ყველანაირი პოლიტიკური, სოციალეკონომიკური თუ ზოგადფილოსოფიური პრობლემა საბოლოო ჯამში ნაცქოცების შეჯახებასა და შეხლაშემოხლამდე დადის, ახალი ამბავი არ არის. დაკვირვებული ვარ და პირადი გამოცდილებითაც შემიძლია, დავადასტურო, როცა რაღაცას ამტკიცებ, მსმენელმკითხველთა უმრავლესობა იმდენად მსჯელობის ლოგიკაში არ მოგდევს, რამდენადაც იმის დადგენას ცდილობს, ვის მხარეს ხარ და თუ მტრის ბანაკში ჩაგრიცხა, მერე რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა იღაღადო, უბრალოდ, აღარ გისმენს.

პოლიტიკური პოლარიზება საქართველოსთვის მთლად უცხო ამბავი არ არის. უფროსი თაობის ხალხს ახსოვს ძალიან მწვავე დაპირისპირება . . ზვიადისტებსა და ანტიზვიადისტებს შორის, თუმცა ის დაპირისპირება არსებითად განსხვავდება ამჟამინდელისგან.

გარდა იმისა, რომ მაშინ  პლურალიზმი და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თანაარსებობა ახალი ხილი იყო საბჭოურ ტოტალიტარიზმში გამოზრდილი თაობებისთვისეს იყო, აგრეთვე, დაპირისპირება ძველ ელიტებსა და ამბოხებულ მასას შორის. ფრიად ტიპური შემთხვევა, როდესაც ხდება ათწლეულობით ნაშენი სოციალეკონომიკური სტრუქტურის რღვევა.

აქ არ ვაპირებთ ამ თემის დაწვრილებით განხილვას, მაგრამ როგორი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, ფაქტია, რომ მაშინ გამსახურდიას მმართველობის მიმართ უფრო ნეგატიურად განწყობილი იყო პარტნომენკლატურა და ინტელიგენცია, ანუ იმდროინდელი ქართული საზოგადოების ზედაფენა, ხოლო ქვედაფენებში ზვიადისტები ბევრადჭარბობდნენ ანტიზვიადისტებს. რასაკვირველია, იყვნენ გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადი სურათი ასეთი იყო

დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. მართალიანაცები კი მიიჩნევენ თავს უფრო პროგრესულებად და პროდასავლურებად და ამ ნიშნით ემიჯნებიან დანარჩენ საზოგადოებას, მაგრამ ეს მაინც თვითაღქმაა, რადგან სხვები მათ ასე არ აღიქვამენ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის სოციალურკლასობრივი განსხვავება, პრაქტიკულად, არ არის. სხვანაირად რომ თქვათ, დღევანდელ დაპირისპირებას არ გააჩნია სოციალური საფუძველი. ის მთლიანად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფსიქოპოლიტიკურია, ანუ გაპირობებულია კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რამაც გამოიწვია შესაბამისი რეაქციები

ამ დროისათვის

პოლიტიკური პოლარიზაცია ერთობ შელამაზებული აღწერაა იმ მარაზმისა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. საქართველო, ფაქტობრივად, დაყოფილია ორ მძლავრ საინფორმაციოპოლიტიკურ ბანაკად. თითოეულ მათგანს მომსახურებაში ჰყავს არა მარტო ათასობით პოლიტიკური აქტივისტი, არამედ ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები და ტროლბოტთა რაზმები.

ამ დაპირისპირებამ შთანთქა ყველაფერი და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა სერიოზული მსჯელობა ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე. როგორც კი რამე კრიტიკის მაგვარი კრთება ხელისუფლების მიმართ, იმწამსვე პასუხად მოდისაბა, ნაცები რომ ხალხს ხოცავდნენ, ის იყო კარგი?“ ტიპის სენტენციები და ნებისმიერი სისულელისა თუ ბოროტების საპირწონე ხდება სააკაშვილის გუნდის ავ საქმეთა (როგორც ნამდვილის, ისე მოგონილისაჩრდილების გამოხმობა. მეორე მხრივ, ხელისუფლების კრიტიკაც ძალიან ხშირად უკიდურესად ჰიპერბოლიზებულია და კონსპიროლოგიური შინაარსით დატვირთული, როცა სრულიად ელემენტარული შეცდომაც კი კრემლის ვერაგული გეგმის განხორციელების მორიგ ეტაპადაა წარმოჩენილი.

მაგალითების მოყვანა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით საკმაოდ ბევრის შეიძლება. იქნება ეს ხელისუფლებისა და მათი მომხრეების რეაქცია იმავე ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე, თუ კონსპირაცია კაწროს ორეულის შესახებ შაქარაშვილის საქმეში, მაგრამ ამას აზრი არა აქვს. ერთი ბანაკი არასდროს აღიარებს მეორე ბანაკის არგუმენტის მართებულებას, რა მაგალითიც არ უნდა მოუყვანო, ხოლო ვინც ამ ბანაკებში არ მოიაზრებს თავს, იმას დიდი მაგალითები არცჭირდება.

პრაქტიკულად, ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი, ნაცური და  ქოცური ვერსიები. ერთის მიხედვით, ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი იყო ოქროს ხანა ქვეყნის ისტორიაში, ალაგალაგ შეცდომებითა და გადაცდომებით, რომელიც შეცვალა პრორუსულმა რეჟიმმა. მეორე ვერსიით კი, ის წლები იყო ანტიეროვნულ გარყვნილთა ბოგინი და საწყალი ხალხის ტირილი და ღრჭენაი კბილთა, რომელიც დაასრულა ბატონმა ბიძინამ და ის დღემდე რჩება ამ კოშმარის ვერმობრუნების მთავარ გარანტად.

ბუნებრივია, არსებობს სხვა შეხედულებებიც, მაგრამ რამდენადაც მედიასივრცეში წამყვანი პოზიციები დაპირისპირებულ საინფორმაციოპოლიტიკურ ბანაკებს უჭირავთ, ყველაზე ხშირად და რეგულარულად სწორედ უახლესი ისტორიის ეს ორი ვერსია ფიგურირებს.  

თუმცა, მიუხედავად ორბანაკობისა და ორმხრივობისა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შექმნილ მარაზმზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის განუზომლად მეტი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ხელისუფლებაა და მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს ყველაზე მეტი და მძლავრი ბერკეტები პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად. სხვა საკითხია, როგორ და რა მიზნით იყენებს იგი ამ ბერკეტებს.

ქვემოთ შევეცდები ავხსნა, თუ რანაირად მოვედით ამ მარაზმამდე. ეჭვი მაქვს, ეს ახსნა არც ერთი ბანაკის ხალხს არ მოეწონება, მაგრამ იმედი მაქვს ამაოდაც არ დავშვრები, რადგან ისეთები, რომლებიც ბანაკებს არ აკუთვნებენ თავს, ასევე საკმაოდ ბევრნი არიან

დასაწყისამდე

რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ქართულ პოლიტიკას მწვავე დაპირისპირებები არ დაკლებია, თუმცა 1995 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას დამამხობელი ფორმირებები, გვარდია და მხედრიონი, ედუარდ შევარდნაძემ საბოლოოდ ჩამოაცილა ქვეყნის მართვის სადავეებს, კიტოვანი და იოსელიანი ციხეში ჩასვა, ხოლო ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული იგორ გიორგაძე აიძულა, რუსეთში გაქცეულიყო, პოლიტიკურმა დისკუსიებმა უფრო კაბინეტებში, საპარლამენტო ტრიბუნასა და მედიაში გადაინაცვლა.

გამსახურდიას მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დაპირისპირებამ თანდათანობით დაჰკარგა აქტუალობა. ქართული საზოგადოება კი ერთმნიშვნელოვნად შეჯერდა იმ აზრზე, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის იარაღით დამხობა დანაშაული იყო, მაგრამ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა 90-იანების შუახანებისთვის უკვე ძალიან არარეალური გახდა და პრაქტიკულად ამოვარდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ნიშანდობლივია ისიც, რომ მაგ დროისათვის გამსახურდიას მომხრე პარტიებსა და ლიდერებს ქართულ პოლიტიკაში წამყვანი პოზიციები კარგა ხანია, აღარ ეკავათ

როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემი მიზანი არ არის ამ პერიოდის პოლიტიკური პერიპეტიების გარჩევა და ანალიზი. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ძალიან მწვავე დაპირისპირება ზვიადისტებსა და ანტიზვიადისტებს შორის 90-იანების მიწურულისთვის მთლიანად ჩაცხრა. ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა გადააფასეს თავიანთი პოზიციები, უბრალოდ, თემამ დაკარგა აქტუალობა, მით უმეტეს, გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ

ამასობაში კი მოხდა ვარდების რევოლუცია. შევარდნაძე გადადგა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკოსების ახალი თაობა. ის თაობა, რომელიც ასოცირდებოდა პროდასავლურობასთან, არასაბჭოურობასთან, რომელსაც ჰქონდა გაცხადებული ამბიცია ქვეყნის მოდერნიზაციასა და დემოკრატიზაციაზე.

თითქოსდა ამის შემდეგ საზოგადოების შიგნით კონფრონტაციის კერები არ უნდა გაჩენილიყო. მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი.

დასაწყისი

არა, სააკაშვილის ხელისუფლებას სიძულვილი არ დაუთესია და არ გაუღვივებია, რეფორმების თვალსაზრისითაც,  პირველ წლებში ფრიად შთამბეჭდავი  შედეგები დადო, მაგრამ რეფორმების პარალელურად  ამ ხელისუფლებამ დათესა სხვა რამეც: აგრესია, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ საერთოდ ყველას მიმართ, ვინც კი სისტემის რეპრესიულ წნეხში ხვდებოდა. ეს რეპრესიული წნეხი კი იყო საკმაოდ ფართო და ყოვლისმომცველი.

უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული წნეხი არ გახლდათ რაიმე შემთხვევითი გადაცდომა. მე თავად გახლდით მაშინ ხელისუფლებაში და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს იყო სრულიად გამიზნული პოლიტიკა, გამართლებული იმ მოსაზრებით, რომხალხი ბნელიადა, თუ რეპრესიების შიში არ იქნება, ამ ქვეყანაში ვერანაირ ინსტიტუციურ რეფორმებს ვერ გაატარებ. ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, განათლებული ავტორიტარიზმის იდეა საკმაოდ გავრცელებული გახლდათ პოსტკომუნისტურ სივრცეში, სადაც დასავლურობა, პრაქტიკულად, ერთმნიშვნელოვნად იყო გაიგივებული ნეოლიბერალურ იდეოლოგიასთან, ხოლო ყოველგვარი მემარცხენეობა კომუნისტური ტოტალიტარიზმის ნაირსახეობად მიიჩნეოდა, თუმცა შეცდომის გავრცელებულობა მის შინაარსს არ ცვლის 

ეს მოსაზრება რომ ფუნდამენტურად მცდარი იყო და განათლებული ავტორიტარიზმის მცდელობამ რომ მხოლოდ ავტორიტარიზმი მოიტანა განათლების გარეშე, ამაზე აქ ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, შევნიშნავ, რომ ყველა სერიოზული და პოზიტიური რეფორმა, რაც მაშინ  გატარდა, სრული სახალხო მხარდაჭერის ფონზე წარიმართა, იქნებოდა ეს პატრული, ეროვნული გამოცდები თუ ანტიქურდული კანონმდებლობა

თუმცა ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარე იყო, მეორე მხრივ, მკვეთრად გამოხატული აროგანტულობა და დამამცირებელი მოპყრობა ოპონენტების მიმართ, დროთა განმავლობაში რომ ნაცმოძრაობის დამახასიათებელ სტილად და ერთგვარ საფირმო ნიშნადაც კი იქცა, მათ მმართველობას იმთავითვე დაჰყვა, რასაც სერიოზული ყურადღება არც ექცეოდა, სანამ ეს შევარდნაძის კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და კრიმინალებთან შეკრულ საქმოსნებს ეხებოდა, მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე იმ ხალხზეც გავრცელდა, რომლებიც არათუ კორუმპირებულები იყვნენ, არამედ საერთოდ არაფერი ჰქონდათ ხელისუფლების საწინააღმდეგო, საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა და არნახულ მასობრივ პროტესტად ამოხეთქა.

ჩემი მოკრძალებული აზრით, 2007 წლის ნოემბერი და მას მოყოლილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტი. ღრმად ვარ დარწმუნებული: მაშინ რომ ხელისუფლებას ადეკვატური დასკვნები გამოეტანა, ქვეყნის ბედი სულ სხვანაირად წარიმართებოდა და ახლა ნამდვილად არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ

მთავარი შეცდომა, რაც მაშინ ხელისუფლებამ დაუშვა იყო ის, რომ ძალიან დიდი მასშტაბის პროტესტი ჩაითვალა რუსეთისა და ბადრი პატარკაციშვილის მიერ მოწყობილ ბუნტად და არა გულწრფელ რეაქციად ჩაგვრასა და რეპრესიულ პოლიტიკაზე. შეცდომა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულებები პრორუსულ შეთქმულებაზე მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა და ვერც შეძლო ამაში დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, არამედ იმიტომაც, რომ სამომავლოდ ასეთი მასშტაბის პროტესტის არდაშვების გზად რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება და წნეხის გაზრდა იქნა დასახული.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წელში გადაეტეხა საპროტესტო განწყობები და მთელი სახელმწიფო რესურსები მიმართა ამისკენ. ამ მიდგომაზე მას ხელი ვერ ააღებინა ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა და და ვერც 2009 წლის კიდევ ერთმა მასობრივმა პროტესტმასიტყვიერად სააკაშვილი სულ ერთობასა და სახელმწიფო ინტერესებზე კი ლაპარაკობდა, მაგრამ იმავდროულად მთელი თავისი პროპაგანდისტული რესურსებით ცდილობდა ოპოზიციისთვის პრორუსულობის იარლიყის მიკერებას და მისგან მტრის ხატის შექმნას. პარალელურად კი ხდებოდა ოპოზიციონერების დევნა, მათი სამსახურებიდან დათხოვნა და დაპატიმრება გამოგონილი საბაბით. ამ ყველაფერს საკმაოდ მასობრივი ხასიათი ჰქონდა (მარტორესპუბლიკური პარტიიდან“ 2009 წლის შემოდგომისთვის ათზე მეტი აქტივისტი იყო დაპატიმრებული ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით). ხელისუფლების მიზანიოპოზიციონერობა ასოცირებული ყოფილიყო ლუზერობასთან, წარუმატებლობასა და უპერსპექტივობასთან, თანდათანობით საკმაოდ საშიშ კონტურებს იღებდა

სწორედ ამგვარი აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ მოიმკა მაშინ ხელისუფლებამ სერიოზული სახალხო სიძულვილი. ეს სიძულვილი იყო ერთგვარი უძლურების გამოხატულებაც, როდესაც მრავალათასიანმა აქციებმა ისე ჩაიარა, რომ, გარდა აქციების მონაწილეთა დაპატიმრების, სამსახურიდან გაგდებისა და ორგანიზებული ცემატყეპისა, არანაირი შედეგი არ მოიტანა.  

გაგრძელება

2012 წელს, როდესაცქართული ოცნების“ კოალიციამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა  და ხელისუფლებაში მოვიდა, ხალხს უკვე ძალიან სძულდა ის ხელისუფლება და ეს სიძულვილი უკვე იმყოფებოდა სახიფათო ზღვარზე. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ იყო ის, რაც დღეს გვაქვს.

სიძულვილის ჯგუფები პირობითად შეიძლება, ორ კატეგორიადავყოთ. პირველი ესაა საზოგადოების რეტროგრადულრეაქციული სეგმენტი, რომლებისთვისაც ევროპული ტიპის სახელმწიფოებრიობა უცხო ხილია და მხოლოდ საბჭოური ყაიდის პატრონკლიენტისტურ ურთიერთობებში გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. ესენი იმთავითვე ნეგატიურად შეხვდნენვარდების რევოლუციას“ და ქართული საზოგადოების მოდერნიზაციის მცდელობებს თავიდანვე აღიქვამდნენ „ქართველობის დაკარგვის“ საფრთხედ. მათი სიძულვილის წყარო ხელისუფლების რეპრესიები ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ რეპრესიულმა პოლიტიკამ ამ ჯგუფს ერთგვარი მორალური საყრდენი შესძინა, რამდენადაც უსამართლოდ ჩაგვრა მათაც შეეხო. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვა, მათი სიძულვილი მათივე თვალში უფრო ლეგიტიმური გახდა. ეს ჯგუფი არ იყო პატარა, მაგრამ არც იმდენად დიდი გახლდათ, რომ რამე სერიოზული პროცესები დაეძრა. ამ ჯგუფის წარმომადგენლები არც ქართულ პოლიტიკასა და არც ქართული საზოგადოების გავლენიან ნაწილში არ წარმოადგენდნენ წამყვან ფიგურებს.

გაცილებით საინტერესო და მრავალრიცხოვანი გახლდათ მეორე ჯგუფი. რომელთა სიძულვილის წყარო იყო უშუალოდ მათ ან/და მათი ოჯახის წევრების მიმართ გატარებული რეპრესიები. აქ იგულისხმებიან არა მხოლოდ პატიმრები, რომელთა რაოდენობამ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკისა და სასჯელთა შეკრებითობის წყალობით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გადავინაცვლეთ, არამედ ისინიც, ვისაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს ქონება, ბიზნესი; აიძულეს საპროცესო გარიგებებზე წასვლა ან სულაც დაატოვებინეს სამსახური, ოპოზიციური განწყობისა თუ ასაკის გამო. მთლიანობაში ეს კონტინგენტი ასეულ ათასებს ითვლის და თუ მათ დავუმატებთ ოჯახის წევრებსა და სამეგობრო-საახლობლო წრეს, ფრიად შთამბეჭდავ სურათს მივიღებთ.

სიძულვილის ჯგუფის ძირითად ნაწილს სწორედ ეს მეორე კატეგორია წარმოადგენდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ  არ იყო რაღაც ზღვარგადასული სიძულვილი. მას საკმაოდ კონკრეტული ადრესატები ჰყავდა.

რა უნდა გაეკეთებინა ამ ვითარებაში ახალ ხელისუფლებას? რასაკვირველია, ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა სიძულვილის ემოციების ჩაცხრობას და ნაცმოძრაობის მომხრემოწინააღმდეგეთა დაპირისპირების გადაყვანას პოლიტიკური კონკურენციის რელსებზე. საამისოდ კი, ერთი მხრივ, აუცილებელი იყო კონკრეტულ დამნაშავეთა დასჯა, მეორე მხრივ კი, სამართლებრივ დევნას არ უნდა მიეღო რევანშისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათი

ეს არ იყო იოლად შესასრულებელი ამოცანა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მთლიანადოცნების“ ხელისუფლებას არც დაუსახავს მსგავსი ამოცანა და, მით უმეტეს, არც უცდია მისი შესრულება

გაღრმავება

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ივანიშვილის ხელისუფლება სრულიად მიზანმიმართულად აღვივებდა ნაცების მიმართ სიძულვილს და ამისთვის, როგორც წესი, გამოიყენებოდა უშიშროების სამსახურის მიერ კონტროლირებადი რეტროგრადული და ფაშისტოიდური ჯგუფები.

მათი მეშვეობით ხდებოდა . . „ხალხის რისხვისიმიტაციები, როდესაც თითქოს აღშფოთებული მოქალაქეები, უვარდებოდნენ ნაცმოძრაობას ოფისებში დასარბევად. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა და ლადო სადღობელაშვილისა და გია კორკოტაშვილის არაანგაჟირებულობისა კაციშვილს არჯეროდა, მაგრამ წიოკისა და აყალმაყალის განწყობას კი ქმნიდნენ. ამგვარი იმიტაციების პარალელურად კი ხელისუფლება ასევე მიზანმიმართულად ამკვიდრებდა სრულიად მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ აზრს . . „თავსმოხვეული კოჰაბიტაციისშესახებ, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს ამერიკა და დასავლეთი აიძულებდა, თვალი დაეხუჭა ნაცმოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე და არ დაესაჯა დამნაშავეები. ამგვარ ანტიდასავლურ კონტექსტში ხალხის რისხვის იმიტაციები აღიქმებოდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი ღონისძიებები.

მეორე მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლებამ მთლიანად გადაიბარა და საკუთარ სამსახურში ჩაიყენანაცმოძრაობის“ რეპრესიული აპარატის საშუალო და ქვედა რგოლები, ანუ დანაშაულებრივ ბრძანებათა აღმსრულებლების აბსოლუტური უმრავლესობა, იქნებოდა ეს პროკურატურა, უშიშროება თუ ფინანსური პოლიცია, ხოლო სასამართლო სისტემა ხანმოკლე ტანჯვაწვალების შემდეგ მთლიანად ჩაბარდანაცმოძრაობის“ დროს აღზევებულ  ჩინჩალაძემურუსიძის კლანს, რამაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა წინა ხელისუფლების მსხვილი ფიგურების პასუხისგებაში მიცემა სათანადო დასაბუთებით და მტკიცებულებებითმართლაცდა, თუ შემსრულებელს არ ეხები, რანაირად უნდა დაამტკიცო დამკვეთის ბრალეულობა?  

მოკლედ, შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთი მხრივ, მიმდინარეობდანაცმოძრაობის“ დროინდელი რეპრესიული აპარატის ინკორპორირებაქართულ ოცნებაში“, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივად ხდებოდა სამართლიანობის აღდგენასა და თავსმოხვეულ კოჰაბიტაციაზე აპელირება. ყოველივე ამან საზოგადოებაში გააძლიერა ანტიდასავლური განწყობა („კოჰაბიტაციის თავსმოხვევახომ პირდაპირ მათბრალდებოდა), ასევე გააძლიერა ნეგატიური განწყობაოცნების“ კოალიციაში მყოფი პროდასავლური ძალების, კერძოდ, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მიმართ (რამდენადაცთავსმოხვეული კოჰაბიტაციისადგილობრივ ადეპტებად სწორედ ისინი აღიქმებოდნენ) და, რაც მთავარია, შესამჩნევად გააღრმავა ნაცების წინაშე უძლურების განცდა, რომელიც ისედაც იყო წინა ხელისუფლების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის ერთერთი მთავარი წყაროშესაბამისად, სიძულვილმაც იმატა, იბარტყა და აღზევდა.   

ცალკე თემაა ის დანაშაულებრივი გულგრილობა და უყურადღებობა, რომელიც ამ მნიშვნელოვანი თემის მიმართ გამოიჩინესოცნების“ კოალიციის პროდასავლურმა პარტიებმა. აქ მე ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვხედავ იმაში, რომ, პრაქტიკულად, არაფერი გავაკეთეთ ზიზღისა და სიძულვილის მიზანმიმართული კულტივირების წინააღმდეგ. უბრალოდ, გასაოცარია, როგორ მშვიდად ვადევნებდით თვალს სიძულვილის ტალღის პერიოდულ აგორებას  და იმის ნაცვლად, რომ მკვეთრად შევბრძოლებოდით ამ დამანგრეველ ტენდენციას (და მაშინ ამის საშუალებები ამ პარტიებს ნამდვილად ჰქონდათ), მეასეხარისხოვანი რუტინით ვიყავით დაკავებულნი.

პირადად მე დროდადრო კი ვხმაურობდი ხოლმე ამ თემებზე შიდა წრეში, მაგრამ, ვფიქრობ, არასათანადოდ. ალბათ, უფრო რადიკალურად უნდა დამესვა საკითხი და თუ რამეს მივიჩნევ დიდ მინუსად საკუთარ პოლიტიკურ წარსულში, სწორედ ამას.

თუმცა ახლა გვიანია იმაზე ლაპარაკი, რომ ხალხის რისხვის პირველივე იმიტაციებს პროდასავლური სახელისუფლებო პარტიების ძალიან მძაფრი პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, ისევე, როგორც 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი სლოგანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყოკოჰაბიტაციის დასასრული“. მერე კი გამოავლინა მარგველაშვილმა ხასიათი და, ფაქტობრივად, ოპოზიციაში ედგა ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ არა მარტო მისი კამპანია, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც კოჰაბიტაციის საბოლოო დასრულებისა და ნაცების დამთავრების ეგიდით წარიმართა, 2016 წლის საპარლამენტოც, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მეორე ტურში რომნაცმოძრაობის“ ლიდერთა დაჯღანული სახეებით იყო მოფენილი მთელი საქართველო და ყოველ ფეხის ნაბიჯზეარა ნაცებს, არა ბოროტებას!“ ეწერა, ისიც კარგად გვახსოვს.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა ნაცებისადმი ზიზღი და სიძულვილი სრულიად შეგნებულად აქცია თავისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მთავარ საყრდენად. აბა, სოციალეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებით, სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმებითა თუ რამე სხვა მიღწევებით ეს ხელისუფლება არათუ ვერ დაიკვეხნის, მის უუნარობასა და თავმოუბმელობას მისივე მომხრეებიც კი ვერ უარყოფენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი უვიცი, უნიჭო, უგემოვნო და არაკვალიფიციური ხელისუფლება დამოუკიდებელ საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში არასდროს ჰყოლია. სხვათა შორის, არც მანამდე. ერთადერთი, რაც მას აცოცხლებს, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, თავისი ღარიბაშვილებითა და კობახიძეებით,  ჯერ კიდევ ბევრის მიერ აღიქმება ნაცების რევანშის ერთადერთ წინაღობად და ეს აღქმა, ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად ბოლო დრომდე უზრუნველყოფსქართული ოცნების“ გამარჯვებას არჩევნებში.

ამას კი სიძულვილიჭირდება და მისი მუდმივი კვება და გაღვივება, თორემ ხომ შეიძლება, ერთხელაც ამომრჩეველმა თქვას, რა შეაკიკინეთ ამ ნაცებითო დაოცნების“ ნაცვლად სხვას მიცეს ხმა?

დღეს ეს ხელისუფლება დგას მხოლოდ ნაცებისადმი სიძულვილზე, რომელიც კარგა ხანია, გასცდა ყოველგვარ ფარგლებს და, პრაქტიკულად, მასობრივ ფსიქოზსა და ისტერიაშია გადაზრდილი. იმდენად, რომ ნაცთმოძულეებთან რაციონალური საუბარი არის პრინციპულად შეუძლებელი. ისეთმა ხალხმა გარეკა ამ ნიადაგზე, 2012 წელს ჯერ კიდევ შუაშისტებად რომ მიიჩნეოდნენ და არ გამოირჩეოდნენ ნაცებისადმი განსაკუთრებული აგრესიულობით.

ბოლოთქმა

ორიოდ სიტყვით შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული და მოკლედ აღვნიშნოთ, რას აშავებს ნაცებისადმი ზიზღისა და სიძულვილის არსებული ატმოსფერო.

მაშ ასე, ნაცთმოძულეობა:

 ) აძლიერებს სამართლებრივ ნიჰილიზმს (სამართლიანობის აღდგენის შეუძლებლობა).
) აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს (თავსმოხვეული კოჰაბიტაცია).
აძლიერებს ფაშისტურ და პრორუსულ ჯგუფებს (რამდენადაც ხდება მათი ასოცირება ანტინაცურ განწყობებთან).
) აძლიერებს რევანშისტულ და რადიკალურ განწყობებს წინა ხელისუფლების მომხრეებში (ზიზღი ზიზღისა წილ, სიძულვილი სიძულვილის წილ).

საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი გადაზრდილია სრულიად მარაზმატულ პოლარიზაციაში, რის შესახებაც ამ წერილის დასაწყისში გვქონდა ლაპარაკი.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა ეშველება ყველაფერ ამას

საქმეც ისაა, რომ მე არ ვიცი, ამას ეშველება თუ არა რამე. ყოველ შემთხვევაში, მოკლე ხანში რომ არაფერი არ ეშველება, ამაში დარწმუნებული ვარ. ზიზღისა და სიძულვილის ატმოსფეროს დაძლევას დასჭირდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტივობა, არამედ მწყობრი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ამ ხელისუფლების პირობებში ცხადია, არ გვექნება და თუ, ვთქვათ და, წინა ხელისუფლების რესტავრაცია მოხდა, რომელსაც იოტისოდენადაც არა აქვს გააზრებული თავისი წვლილი ამ სიძულვილის ატმოსფეროს შექმნაში, ხომ არ გვექნება და არ გვექნება

თუმცა წმინდა თეორიულადაც კი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ორი რამ არის საჭირო: ხელისუფლების შეცვლა და პოლარიზაციის დასასრული, ანუ მრავალპარტიულობა და კოალიციურობა ახალ ხელისუფლებაში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ორი რამ სიძულვილის ატმოსფეროს დაძლევის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ის, რაც წლობით ფუჭდებოდა, თვეების განმავლობაში ვერ გამოკეთდება და ამ ფსიქომენტალური კრიზისიდან გამოსვლას ასევე წლები დაჭირდება.

ვერაა მთლად ოპტიმისტური დასკვნა, მაგრამ რაცაა, ესაა.