თათია ხალიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს – თოვუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტავუშის რაიონში დაიწყო. სწორედ ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიში იყო ოჯახთან ერთად თამთა თათარაშვილი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო. თამთა გენდერის მკვლევარია და ოჯახთან ერთად სომხეთში 2019 წლიდან ცხოვრობს. მან ქალაქი გუშინ დატოვა და ამჟამად ერევანშია.