დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს ბრიფინგზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის ექიმებს.
„პერსონალური მადლობა მინდა, გადავუხადო სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს, ეს არის ბოლნისის რაიონი. მან ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს ცენტრის ვებგვერდზე – რა არის შესაძლო შემთხვევა და ა.შ. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა რაც ეწერა ჩვენს ვეგვერდზე და მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე, ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, ისევ მათი დახმარებით, ძალიან ბევრი მათი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა ქართველი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.