„ჩვენ ვნახეთ კადრები ტელევიზების ეთერში, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ და ფეხით დახტიან და ქვებს ესვრიან პოლიციას. ასეთ დროს, არც ერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და ვერც ხდება. როდესაც თქვენ თავს დამესმხებით, მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ. ეს არის მარტვი იურიდიული კაზუსი“ , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებამდე აქციის მონაწილეების გაფრთხილება ხდება მაშინ, თუ არ არსებობს მყისიერი საფრთხე თავდასხმისა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ის კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რეგულაციები და პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო მათ უპასუხებს პროპორციულად.
„კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაიცვა რეგულაციაბი, ასევე მოვუწოდებთ, არ გასცდნენ პორტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხიებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცენდენტს“, – თქვა მან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია სპეცრაზმი. სავარაუდდ, გაუშვეს ცრემლმდენი გაზიც. როგორც ცნობილია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მოგვიანებით შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია.