სახალხო დამცველი: ამ ვითარებაში ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება კანონს

პუბლიკა

„უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან”. – ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

„ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!” – წერს ლომჯარია ფეისბუქზე.

„პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!” – აცხადებს სახალხო დამცველი.

სპეცრაზმი ცესკოსთან აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილეს წყლის ჭავლით გაუსწორდა.