აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები…

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად”, – ნათქვამია განცხადებაში.