აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

პუბლიკა

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა.

მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.