აშშ-ის ელჩი დეგნანი ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას შეხვდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.