აშშ-ის ელჩი გაეროში: უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზით შეჩერება

პუბლიკა

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზით შეჩერება“, – ასე გამოეხმაურა გაეროში აშშ-ის ელჩი პუტინის ბრძანებას, რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით.